x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ბიონსეს ორეული,რომელსაც ქუჩაში მომღერლის ფანები დასდევენ
image

ამერიკელი ორეული იმდენად ჰგავს ყველაზე მაღალანაზღაურებად მომღერალ ქალს, რომ ფანატებს ეშლებათ, ქუჩაში დასდევენ და მასთან ფოტოების გადაღებას ითხოვენ.

image

ბიონსეს ჰყავს უმცროსი და სოლანჟ ნოულსი, თუმცა მისი ღვიძლი და იმდენად არ ჰგავს პოპ-დივას, როგორც ბრიტანი უილიამსი, როდესაც მის ფოტოებს ათვალიერებთ "ინსტაგრამზე" ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ თქვენს წინაშე ბიონსეს კლონია.


image

ქუჩაში გავლილ ბრიტანი უილიამსს მოსვენებას არ აძლევენ ფანები, გამუდმებით აჩერებენ, ხალხი დარწმუნებულია, რომ მათ წინაშეა თანამედროვე პოპ-სცენის დედოფალი.

image


რომ აღარაფერი ვთქვათ ქალაქ დეტროიტის(სადაც ცხოვრობს ბრიტანი) ძლიერი სქესის წარმომადგენლებზე, მამაკაცები გამუდმებით ითხოვენ მასთან ფოტოს გადაღებას.

image

უილიამს პირიქით უნდა უხაროდეს, რომ ასეთ ცნობილ ვარსკვლავს ადარებენ, თუმცა თვითონ უკმაყოფილებას გამოხატავს, აღნიშნავს, რომ მასში ვერ ხედავენ "ინდივიდუალურობას", მაგრამ როგორც ჩანს, ეს მისი "უკმაყოფილობა" აშკარად თვალთმაქცურია, რადგან ბევრი აღნიშნავს, რომ ბრიტანი ყველაფრით ბაძავს მომღერალს, მათ შორის ჩაცმის სტილით.

image

შეგახსენებთ, რომ სულ ახალახან გამოცემა Forbes-მა 36 წლის ბიონსე მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებად ქალ მომღერლად დაასახელა.


0
81
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
81
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0