x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134377
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508455
ფუმფულა, არომატული, ჰაეროვანი და მადისაღმძვრელი ფუნჩულები

ფუნჩულები (დონატები) ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საკონდიტრო ნაწარმია მთელს მსოფლიოში. ის ყველას უყვარს, დიდსა თუ პატარას, მიუხედავად იმისა, რომ დიდი რაოდენობით ცხიმს და კალორიებს (100 გრ. – 403 კკალ) შეიცავს.


image


თქვენ წარმოიდგინეთ, ამ ტკბილეულს, საკუთარი ეროვნული დღეც კი აქვს და მას აშშ-ში, ივნისის პირველ კვირა დღეს ზეიმობენ. ასეთი უჩვეულო დღესასწაულის აღნიშვნის იდეა, ამერიკული ხსნის არმიის წევრებს ეკუთვნით. ის მათ 1938 წელს, იმ მოხალისეების საპატივცემულოდ დააწესეს, რომლებიც I მსოფლიო ომის დროს, ფუნჩულებით უმასპინძლდებოდნენ ჯარისკაცებს. ამ დღეს, აშშ-შს ბევრ საცხობში, კლიენტებს ფუნჩულებით უფასოდ უმასპინძლდებიან.

image

ფუნჩულების კლასიკური რეცეპტი

ინგრედიენტები:
image


რძე – 500 მლ.

კარაქი ან მარგარინი – 125 გრ.


კვერცხი – 2 ცალი

შაქარი – 75 გრ.

საფუარი (მშრალი) – 11 გრ.

ფქვილი – 600 გრ.

მარილი – 1, 5 ჩ. კ.

თბილი წყალი – 0, 5 ჭ.

ვანილინი – სურვილის შემთხვევაში


მომზადება:


1. შეურიეთ ერთმანეთს რძე და წყალი და ოდნავ შეათბეთ.

2. ჩაყარეთ რძიან წყალში საფუარი > დაამატეთ შაქარი.

3. ყველაფერი კარგად შეურიეთ და დაელოდეთ, რომ საფუარი ამოფუვდეს.

4. დაუმატეთ კვერცხი, კარაქი, მარილი, ვანილინი > ათქვიფეთ ყველაფერი ხელის სათქვეფით.

5. ფქვილი ნაწილ-წაწილ დაამატეთ, თან კოვზით ურიეთ.

ცომი ძალიან რბილი უნდა იყოს – სწორედ ეს არის გემრიელი ფუნჩულების მომზადების ძირითადი საიდუმლო.

6. გადააკარით ცომს სამზარეულოს აპკი და დადგით თბილ ადგილზე 1, 5 სთ. ამ ხნის მანძილზე, ცომი 2-ჯერ უნდა გაიზარდოს მოცულობაში. თუ დრო გაქვთ, კიდევ ერთი საათით შეიძლება ცომის ასე გაჩერება.


image


7. გაყავით ცომი გუნდებად და ერთნაირი ზომი ბურთულები გააკეთეთ > დააწყეთ ზეთწასმულ საცხობ ფურცელზე > გადააკარით ისევ სამზარეულოს აპკი და გააჩერეთ ამ მდგომარეობაში 20 წთ.


image


8. თითოეულ ბურთულას ნახვრეტი გაუკეთეთ და ფრთხილად გაწიეთ აქეთ-იქით.


image


9. მოათავსეთ რამდენიმე ფუნჩულა ტაფაში, ისე რომ ზეთი ნახევარზე ჰქონდეს მომდგარი და თავისუფლად შეეძლოს ცურვა > ერთი გვერდი რომ შეიწვება, ფრთხილად გადააბრუნეთ.


image

10. ტაფიდან ამოღების შემდეგ, თუშფალანგზე ან სამზარეულოს ქაღალდის პირსახოცზე გადაიტანეთ, რომ ზედმეტი ცხიმი მოსცილდეს. სურვილის შემთხვევაში, როდესაც შეგრილდება, შეგიძლიათ შაქრის პუდრა მოაყაროთ!


image


უამრავი სახალისო თეორია არსებობს ფუნჩულების წარმოქმნასთან დაკავშირებით. ერთ-ერთის თანახმათ, მისი ფორმა დანიის შორეული ზღვაოსნობის კაპიტანმა ჰენსონ გრეგორმა შემთხვევით მოიგონა. ის ვახტზე იდგა და ნამცხვარს მიირთმევდა. უეცრად, ქარიშხალი ამოვარდა და კაპიტანი იძულებული გახდა, ორივე ხელით საჭევარი (შტურვალი) დაეჭირა. იმ დროს, სხვა ვერაფერი მოიფიქრა და ნამცხვარი საჭევარის სახელურს ჩამოაცვა. სინამდვილეში, ფუნჩულას ფორმა, სავარაუდოდ, იმასთან არის დაკავშირებული, რომ ნახვრეტიანი ცომი უფრო სწრაფად და თანაბრად იწვება.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

imageხაჭოს ბურთულები

რძის ფხვნილის უგემრიელესი ტკბილეულის რეცეპტი (ერთხელ თუ მოამზადებთ, მაღაზიისკენ აღარ გაიხედებით)

რჩეული რეცეპტები და პროფესიონალი მზარეულის რჩევები (+ ბონუსი – დიეტები და სხვა)

image

0
280
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
280
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0