x
image
George Chubini
როგორ იძია შური მარგარეტ ტეტჩერმა ოქსფორდის უნივერსიტეტზე

image

1979 და 1983 წლებში მარგარეტ ტეტჩერის კანდიდატურა წამოაყენეს ოქსფორდის უნივერსიტეტის გამოჩენილი კურსდამთავრებულის საპატიო წოდების მოსაპოვებლად.
ორივე მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. ოქსფორდის 738 პროფესორი წინააღმდეგი იყო, მხოლოდ 319-მა დაუჭირა მხარი.

ბრიტანელი პოლიტოლოგი ე. სემპსონი აღნიშნავს:
- მთელი თავისი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში ტეტჩერი მუდმივად მტრულად იყო განწყობილი სამეფო კომისიებისა და აკადემიკოსთა კომიტეტების მიმართ, რადგან მათ ლიბერალებად, ლაჩრებად და სოციალისტებად მიიჩნევდა.

1995 წელს, მემუარების მეორე ტომის გამოცემის შემდეგ ბარონესა ტეტჩერმა მთელი თავისი არქივი კემბრიჯის უნივერსიტეტს გადასცა. ამით მან ერთგვარად შური იძია ოქსფორდის უნივერსიტეტზე და ერთი საფეხურით მიუახლოვდა სათაყვანებელ უინსტონ ჩერჩილს, რომლის არქივიც აგრეთვე კემბრიჯშია დაცული.


ინფორმაციის წყარო: დ. მედვედევი. ტეტჩერი - უცნობი მეგი. თბილისი, 2012.

1
303
2-ს მოსწონს
ავტორი:George Chubini
George Chubini
303
  
2017, 10 დეკემბერი, 19:24
საინტერესო სტატიაა, თურმე შურისძიება ისეთ დიდ ადამიანსაც ახასიათებდა, როგორიც ბარონესა ტეტჩერი იყო..
0 1 1