x
მეტი
  • 16.07.2018
  • სტატია:78682
  • ვიდეო:331407
  • სურათი:435287
მეცნიერებმა ქრისტეს საფლავის ასაკი დაადგინეს

იერუსალიმში, უფლის საფლავზე ყოველწლიურად აღდგომის წინა შაბათს ღვთაებრივი ცეცხლი გარდამოდის.


image


რესტავრაციის მიზნით, პირველად 5 საუკუნის განმავლობაში 2016 წლის ოქტომბერში საფლავი გახსნეს. ამასთან ნება დართეს მეცნიერებს შეესწავლათ მასალები რისგანაც საფლავია დამზადებული.

რესტავრატორებმა მუშაობისას კიდევ უფრო ძველ ფილას მიაკვლიეს, რომელიც ახლანდელის ქვემოთ იყო, აგრეთვე ძველი საძირკვლის ნაშთებს.



image



კვლევებს ატარებდა მეცნიერთა ჯგუფი ათენის ნაციონალური პოლიტექნიკური უნივერსიტეტიდან.

ასაკის დასადგენად მეცნიერებმა ოპტიკურად სტიმულირებული ლუმინესცენციის მეთოდი გამოიყენეს: მათ დაადგინეს, თუ როდის იყო კვარცის კრისტალები (ქვიშა სამშენებლო ხსნარში) ბოლოს სინათლეში.



image


უფლის საფლავის ეკლესია 1009 წელს დაანგრიეს, შემდგომ აღდგენილ იქნა, მაგრამ რა ბედი ეწია საფლავს? გადარჩა თუ არა? დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა, რომ თავდაპირველი საფლავი განადგურებული იყო.



image



ახალი მონაცემები ადასტურებს, რომ საფლავის ქვების ნაშთები დაახლოებით 345 წლით თარიღდება, ანუ ემთხვევა კონსტანტინე დიდის, პირველი ქრისტიანი იმპერატორის მმართველობის პერიოდს.



image



image


ჯერჯერობით მხოლოდ ესაა ცნობილი. არტეფაქტების კვლევები გრძელდება.



image



image


0
215
2-ს მოსწონს
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
215
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0