x
image
მანჩო 777
ჩინელებმა უჩინმაჩინის ლაბადა გამოიგონეს

ჩინურ სოციალურ ქსელებში საყოველთაო აღტაცება გამოიწვია ახალმა პროდუქტმა, რომელიც, როგორც მისი შემქმნელები იუწყებიან, წარმოადგენს კვანტურ უჩინმაჩინის ლაბადას.


image



ჩინურ სოციალურ ქსელში Weibo გავრცელდა სამოყვარულო ვიდეო, რომლიდანაც ნათლად ჩანს, თუ როგორ ქრება ადამიანი, როდესაც ხელში ამ ლაბადას შლის.



image




ვიდეოს უკვე 20 მილიონზე მეტი ნახვა აქვს. მასზე ყურადღება არამარტო სოციალური ქსელის მომხმარებლებმა გაამახვილეს, არამედ უსაფრთხოების სამსახურის სამძებრო განყოფილების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ჩენ შიციუიმ.


ჩენმა ვიდეო თავის Weibo-ს აქაუნთზე გააზიარა და განცხადებაც გააკეთა, რომ ეს ნივთი შეიძლება ძალიან სასარგებლო გამოდგეს სამხედროებისათვის.


"ესაა გამჭვირვალე მასალისაგან დამზადებული კვანტური ქსოვილი, მას შეუძლია აისხლიტოს სინათლის ტალღა იმ ადამიანიდან, რომელსაც მისგან შეკერილი ტანსაცმელი აცვია. ამგვარად გვეჩვენება, რომ ადამიანი უკვალოდ გაქრა", -ამბობს ჩენი.

დასასრულს გთავაზობთ ვიდეოს, რომელზეც ჩანს, თუ როგორ ქრება ადამიანი ამ ქსოვილის უკან.





























1
1358
10-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1358
  
2018, 20 ივნისი, 17:45
საიდან იცის მაგ ლაბადამ რომ მხოლოდ ადამიანი უნდა გააქროს ? ://
0 1 1