x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მიხეილ ბულგაკოვის 5 ცხოვრებისეული გამონათქვამი
image


1.რად ეღირებოდა ეგ შენი სიკეთე, ბოროტება რომ არ არსებობდეს, და რას დაემსგავსებოდა დედამიწა, ჩრდილი რომ გამქრალიყო? ჩრდილი ხომ საგნებისა და ადამიანებისგან წარმოიშვება. აჰა, ჩემი დაშნის ჩრდილი. მაგრამ არსებობს ხეებისა და ცოცხალ არსებათა ჩრდილიც. შენ, როგორც ჩანს, გსურს დედამიწა გააღარიბო, ხეები და ყოველი არსი წარტაცო, იმ შენი აჩებემის გამო, დატკბე შიშველი ნათლით.


2. თქვენი ძირითადი შეცდომა ის არის, რომ ადამიანის თვალთა მნიშვნელობას ღირსეულად არ აფასებთ. გაიგეთ, რომ ენას სიმართლის დამალვა შეუძლია, თვალებს კი არასოდეს!


3. ვინ გითხრა, ქვეყნად ნამდვილი, ურღვევი, სამარადისო სიყვარული არ არსებობსო? იმ ცრუს ბილწი ენა უნდა ამოჰგლიჯო.



4.არასოდეს არავის არაფერი სთხოვოთ! არასოდეს! განსაკუთრებით იმას, ვინც თქვენზე ძლიერია. ყოველივეს თავად შემოგთავაზებენ და თავად მოგცემენ.



5. ვინც გიყვარს, იმის ხვედრიც უნდა გაიზიარო.

0
520
1-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
520
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0