x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მანანა ახვლედიანი:   ეს გადაწყვეტილება უეცრად არ მოსულა

image


დღეს საქართველოში ხშირად ისმის სიტყვა „ სტარტაპი“ „სტარტაპერი“ რას ნიშნავს სტარტაპი? ვინ არის სტარტაპერი? რა განსხვავებაა მცირე ბიზნესსა და სტარტაპს შორის? ამ უკანასკნელთან დაკავშირებით უამრავი რამ ითქვა ბოლო პერიოდში, ბევრი ტრეინინგი ჩატარდა, მაგრამ საბოლოო განმარტება მაინც ვერ ჩამოყალიბდა.


სტარტაპი არის მცირე ბიზნესი, ხოლო სტარტაპერი კი მისი მწარმოებელი ბიზნესი, რომელიც ნელა ვითარდება და მცირე მომგებიანია ასევე მისი დამფუძნებელი არის ახალგაზრდა ადამიანები. სტარტაპი არის ადამიანების დროებითი ინსტიტუტი, რომელიც შექმნილია განვითარებისთვის და მოულოდნელობებისთვის აგრეთვე, TBC ბანკს აქვს პროგრამა, რომლის მიზანია სტარტაპების განვითარების ხელშეწყობადა ახალი ბიზნესის წამოწყების სტიმულირება, პროგრამა მოიცავს ფინანსურ და არამარტო ფინანსურ მხარდაჭერას. სლოგანი „თუ ხარ სტარტაპერი, მოდი აქ, ჩაერთე პროგრამის სხვადასხვა აქტივობაში და გახდი უფრო წარმატებული.“

image


მეტი თვალსაჩინოებისთვის ჩვენ გავესაუბრეთ მანანა ახვლედიანს MADAMWINE-ის მწარმოებელს.


რატომ გადაწყვიტეთ ამ ბიზნესის წამოწყება?


ეს გადაწყვეტილება უეცრად არ მოსულა, ღვინის კომპანიაში უკვე 15წელია ვმუშაობ და ღვინის გაყიდვის დიდი გამოცდილება მაქვს, აქედან გამომდინარე გადავწყვიტე ღვინის წარმოება. დავდიოდი საზღვარგარეთ ღვინის გამოფენებზე და ვაკვირდებოდი ტენდენციებს, რა კუთხით ვითარდებოდა ღვინო, რა მოთხოვნებია ბაზარზე და მივხვდი რო ღვინო ქალებისთვის არ არსებობს ამიტო გადავწყვიტე შემექმნა ღვინო ქალებისთვის.


დაგეხმარათ თუ არა ვინმე ამ ბიზნესის წარმოებაში?


თავიდან ფინანსურად ყველაფერი ჩემი იყო, შევიძინე ფართი მაღაზიისთვის, გამოვიწერე ბოთლები და საცობები იტალიიდან და როცა ღვინის ჩამოსხმა დავიწყე ავიღე სესხი და 5 დასახელების ღვინო ჩამოვასხი ჯერჯერობით.


რომ არ გემუშავათ ღვინის სფეროში, გადაწყვეტდით მაინც ამ მაღაზიის გახსნას?


რა თქმა უნდა, არა, ეს ძირითადად მამაკაცების სფეროა, მაგრამ ეს ჩემი საყვარელი საქმიანობაა.


ამ სფეროში დიდი კონკურენციაა და როგორ იყიდება თქვენი ღვინო?


ძალიან დიდი კონკურენციაა, მაგრამ ეს არის ღვინო ქალებისთვის და მე ვერავის გაუწევ კონკურენციას ასევე არ მიწევენ კონკურენციას. ამასთანავე მე შევუკვეთე დაემზადებინათ ისეთი ღვინო, რომ ქალებისთვის სასიამოვნო დასალევი ყოფილიყო.


ექსპორტზე გაგაქვთ?


გავიტანე ექსპორტზე 2016 წლის იანვარში ესტონეთსა და ფინეთში. რადგან ჩამოსხმული ბევრი არ მქონდა, გავუგზავნე ის, რაოდენობა რაც შემეძლო.


თქვვენი პროდუქციის რეალიზებას თქვენვე ახერხებთ?


შიდა ბაზარში არ მაქვს გატანილი, რადგან დიდ მოგებას არ ტოვებს, მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე ღვინის მაღაზიაში მაქვს ეს არის“რვაათასი მოსავალი“, „ღვინის გალერეაში“ და აქ, საკუთარ მაღაზიაში.


ყველასათვის მისაწვდომი ფასები აქვს?


ჩაბარების ფასია 15 ლარია და ვფიქრობ, საკმაოდ ხელმისაწვდომია.


რამდენი გიჯდებათ ერთი ბოთლის ჩამოსხმა?


ერთი ბოთლი სულ მცირე 8 ლარი ჯდება.


რამდენი ადამიანია თქვენთან დასაქმებული?


აქ 5 ადამიანია დასაქმებული და ყველა პროფესიონალია თავიანთი საქმის.


რას აპირებთ მომავალში?


ვაპირებ გაფართოებას, მინდა მოვიტანო სხვადასხვა დასახელების ღვინო. ასევე ექსპორტზე უნდა გავიტანო მადამვაინი, ახლა მაქვს მოლაპარაკება სამხრეთ კორეასთან და პოლონეთთან.

0
55
1-ს მოსწონს
ავტორი:გოგა წურწუმია -
გოგა წურწუმია -
55
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0