x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134517
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
"მე ვარ ქართველი და ჩემი სამშობლოც აქ არის" - ინტერვიუ მიხეილ ბულგაკოვის შთამომავალთან


image

გამოჩენილი რუსი მწერლისა და დრამატურგის მიხეილ ბულგაკოვის შვილიშვილი საქართველოში ცხოვრობს.


გთავაზობთ ინტერვიუს თანამედროვე მიხეილ ბულგაკოვთან:


– რა გაკავშირებთ ყველასათვის ცნობილ მიხეილ ბულგაკოვთან?


იგი ჩემი დიდი ბაბუა გახლდათ, მისი მეოთხე თაობა ვარ.


რამდენი ხანია რაც თბილისში ცხოვრობთ?


დაბადებიდან. მე მეორე თაობა ვარ, რომელიც აქ ცხოვრობს.


რატომ მაინცდამაინც საქართველო?


ჩემი წინაპრები მეორე მსოფლიო ომის დროს გამოიქცნენ რუსეთის იმპერიიდან და თავი საქართველოს შეაფარეს, ბევრი საცხოვრებელი ადგილი შეიცვალეს, საბოლოოდ მამაჩემი მანგლისში დასახლდა და იქიდან ჩამოვედით თბილისში.


როგორი ურთიერთობა გაქვთ თქვენს ნათესავებთან?


არანაირი და სურვილიც არ მაქვს მათზე საუბრის, რადგან ძალიან ცივი ხალხია.


იქცა თუ არა მწერლის სახლი სახლ-მუზეუმად?


იმ სახლში ცხოვრობს მიხეილის შვილიშვილი, რომელიც იშვიათად თანხმდება იმას, რომ ექსკურსიამ მოინახულოს სახლი, როგორც სახლ-მუზეუმად.


– რომელ ნაწარმოებს გამოარჩევდით მისი ნაწარმოებებიდან?


„ოსტატი და მარგარიტა“, რადგან იქ ყველა პერსონაჟს თავისი დანიშნულება აქვს, თითოეული პერსონაჟი ირიბად ასახავს იმ ადამიანებს, რომლრბიც იმ დროინდელ მმართველობაში იყვნენ.


– თქვენ თუ წერთ?


ახლა არა, მაგრამ ბავშვობაში ხშირად ვწერდი, რაც ჩემთვის ძალიან პირადულია და არ მინდა მისი გასაჯაროება.


თქვენი სახელი და გვარი იწვევს თუ არა ქართველ საზოგადოებაში გაოცებას?


აღშფოთებას ნამდვილად იწვევს და შემდეგ მოდის კომენტარები, ზოგს სჯერა, ზოგსაც არა, ზოგი სამახსოვრო ფოტოს იღებს და ა.შ.


რით ხართ ამჟამად დაკავებული?


მყავს არაჩვეულებრივი მეუღლე და 7 წლის გოგონა, აგრეთვე, მენეჯერი ვარ თბილისის ერთ-ერთი სასტუმროსი.


სამომავლოდ თუ გეგმავთ თქვენს ფესვებთან დაბრუნებას?


არანაირად, მე ვარ ქართველი და ჩემი სამშობლოც აქ არის.


– რა გეგმები გაქვთ?


ვაპირებ სკოლის გახსნას, სადაც მსურველები შეისწავლიან სარესტორნო სერვისს.

0
164
შეფასება არ არის
ავტორი:გოგა წურწუმია -
გოგა წურწუმია -
164
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0