x
მეტი
  • 20.10.2018
  • სტატია:81806
  • ვიდეო:333827
  • სურათი:438956
კენომას არქონტების რელიგიები, კაპიტალიზმი და ჰომოსექსუალობა (შვიდი ბოროტი ანგელოზის ბოროტი ჩანაფიქრი, რატომ აწყობთ მათ კაპიტალიზმი და რატომ არ უყვართ "ლგბტ"?)

წინა სტატიებში მე უკვე ვახსენე რომ ფიზიკური კოსმოსის უახლოეს 7 კოსმიურ სხეულს (სატურნს, იუპიტერს და ა.შ.) და აგრეთვე ჩვენს პლანეტას მართავენ ბოროტი ანგელოზები – არქონტები იგივე არხეონები. სატურნის ორბიტის გარეთ მდებარეობს კერასმოსი ანუ სოფია ახამოტის სამეფო, რომელიც არის პირველი არქონტის – იალდაბაოთის იგივე ლალდაბაოთის დედა (დანტე ალიგიერი ახამოტის სამეფოს უწოდებდა მერვე ცას ანუ "უძრავ ვარსკვლავთა ცას" და მეცხრე ცას "კრისტალური ბარიერის ცას"). ეს ყველაფერი არის ნათქვამი გნოსტიკურ (ეზოთერულ) ტექსტებში, როგორებიცაა მაგალითად "ასკევიანური კოდექსი", "ჩაკოსის კოდექსი", "ბრიუსის კოდექსი", ვალენტინუსის ჭეშმარიტების სახარება", "თომას სახარება", "იეუს წიგნი" და მრავალი სხვა.

ვალენტინუს ალექსანდრიელით დაწყებული, ნიკოლაი ლევაშოვით დამთვრებული ეზოთერიკები და კონსპიროლოგები ამტკიცებდნენ რომ ჩვენი პლანეტა და საერთოდ მზის სისტემა იმართება ბოროტი ჰუმანოიდების მიერ და რომ არსებობს კიდევ მრავალი სხვა ზეადამიანური ჯგუფი სამყაროში.

მინდა დავსვა რამოდენიმე კითხვა:

1) ვინ იცის რას ნიშნავს ბიბლიაში ნახსენები სიტყვა "ელოჰიმ"?

2) რატომ არსებობს კაპიტალიზმი?

3) რატომ ებრძვიან მონოთეისტური რელიგიები და ნაწილობრივ პოლითეისტური რელიგიებიც ლგბტ ადამიანებს და სექსუალური თავისუფლების იდეას?

#1: ბიბლიაში ნახსენები სიტყვა "ელოჰიმი" ოკულტიზმის და კონსპიროლოგიის მიხედვით ითარგმნება როგორც "ანდროგინი ღმერთები"! ეს არსებები არიან რეფტილოიდები, რომლებსაც აქვთ განვითარებული ინტელექტი, მაგრამ პლერომას ანუ სულიერი სიკეთის სამეფოს ეონებთან შედარებით მათი გონება და ინტელექტი = 0. არის აგრეთვე კერასმოსის სექტორში მცხოვრები ეონი – სოფია ახამოტი, პლერომას 33–ე ეონის – პისტის სოფიას უკანონო ქალიშვილი შობილი "ასტრალურ" ქაოსში ანუ ოორტის ღრუბელში (!).

ამის გარდა ეს არსებები საიდუმლოდ მართავენ ჩვენს საზოგადოებას.

#2: კაპიტალიზმი არის ხელოვნურად შექმნილი ნონსენსური, პრიმიტიული, ანტიჰუმანური და აბსურდული არათანმიმდევრული "ეკონომიკური" სისტემა, შემუშავებული არქონტების ბრძანებით, მიზეზი იმაშია რომ ამ სისტემაში იქმნება ისეთი გარემო როცა საზოგადოება იყოფა მდიდართა და ღატაკთა კლასებად, რომელთა შორის იწყება ომი ანუ ის რასაც კარლ მარქსი უწოდებდა "კლასობრივ ბრძოლას", ეს კრიზისული ვითარება სიამოვნებთ არქონტებს სამი მიზეზის გამო: 1) ისინი იოლად მართავენ პრივილეგირებულ ელიტას და მათი დახმარებით ღატაკთა მასებს 2) ღატაკთა სულიერი ტანჯვა მათ ამარაგებს ნეგატიური ფსიქიკური ენერგიით ანუ ისინი არიან პარაზიტები 3) ასეთი სისტემა დაფუძნებულია პრინციპზე "დაყავი და იბატონე", რადგანაც მათ ბედნიერ ადამიანთა ეგალიტარულ ლიბერტარული უტოპია არ აწყობთ, ასეთებს ისინი ვერ დაიმონებენ, შემთხვევები უკვე იყო წარსულში (გავისხენოთ მაგალითად ეს პრაქტიკულად ლეგენდად ქცეული ატლანტიდა!).

#3: რაც შეეხება ე.წ. "სოდომიტურ" "ცოდვას" ანუ ჰომოსექსუალურ, ბისექსუალურ და ტრანსსექსუალურ ქცევას და მიდრეკილებებს... აქ იმალება უდიდესი საიდუმლო; გნოსტიკოსები და მანიქევლები ამტკიცებდნენ რომ დედამიწაზე ფიზიკური სიცოცხლე (არსებები) შექმნეს ბნელეთის მეფე აშკალუნმა და დედოფალმა ნამრაელმა (მანიქეისტები ამტკიცებდნენ რომ არსებობს 2 სამეფო: 1) სინათლის არქეტიპების და 2) ბნელეთის დემონების). თუ სიცოცხლის მიწიერი ფორმები მართლაც ამ არქონტების შექმნილია... მაშინ საიდანღა გაჩნდა ცხოველებში და ადამიანებში ჰომოსექსუალური, ბისექსუალური და ტრანსსექსუალური ქცევა??... რელიგიები (განსაკუთრებით აბრაამულები) ებრძვიან ლგბტ ადამიანებს და ხოცავენ კიდეც (!)... რატომ?? ორიდან ერთია; ან არქონტებმა გენური ინჟინერიით ჩვენი შექმნისას დაუშვეს შეცდომა და ახლა არ იციან რანაირად გამოასწორონ, უფრო ზუსტად სურთ დეფექტური ინდივიდების ლიკვიდაცია ანდა მათ სპეციალურად შექმნეს ბისექსუალური, ჰომოსექსუალური და ტრანსსექსუალური მიდრეკილებანი, რათა შემდგომ განტევების ვაცი ანუ თავიანთი მატრიცის თვითრეგულაციის ერთ–ერთი მექანიზმი შეექმნათ, რათა მუდმივად მტრის ხატი არსებულიყო დამახინჯებული რწმენით გონებადაბნელებული ხალხის ცნობიერებაში. რომაელების და ბერძნების ღმერთებიც ზევს–იუპიტერის და კრონოს–სატურნის ჩათვლით არიან იგივე ბიბლიური ელოჰიმები, ანდროგინი რეფტილოიდები, მით უმეტეს რომ ადრეულ ფრესკებზე და ა.შ. რომაულ და ბერძნულ ღმერთებს გამოსახავდნენ როგორც ანდროგინებს (!). პრაქტიკულად ყველა რელიგიაში არის ჰომოფობია და ეს არქონტებიდან მოდის, რადგანაც ისინი თვითონ არიან ამ სექსუალური მიდრეკილებების შემქმნელნი! რა არასოდეს გიფიქრიათ ტრადიციულ მორწმუნეებს, რატომ უშვებს "ყოვლისშემძლე და ყოვლისმცოდნე უფალი" ლგბტ ადამიანების არსებობას?? რა, იმიტომ რომ მერე თქვენ აწამოთ და ხოცოთ?...

პრინციპში შესაძლოა ეს ასეცაა.

სხვათაშორის ბერძნულ მითოსში ტიტანების დაცემის მითი პირდაპირ კავშირშია გნოსტიკურ იდეებთან. ხომ გახსოვთ? იქ სატურნმა ურანოსი ტარტაროსში ჩააგდო! და თქვენი აზრით ვინაა ეს სატურნი იგივე კრონოსი?... და სადაა ტარტაროსი? მიწისქვეშ თქვე პრიმიტივებო! გაიხსენეთ ედმუნდ ჰალეის და ლეონარდ ეილერის ჰიპოთეზები "ფუღურო დედამიწის" შესახებ! ბევრს აქვს ეჭვი დღეისათვის, რომ დედამიწა ხელოვნური ასტროინჟინერიული ნაგებობაა.

არქონტებს აწყობთ კაპიტალიზმი, აწყობთ ჰომოფობია + ტანჯვის ენერგია და აწყობთ ხალხში საკუთარი ბუნების შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელება.

აბა თქვენი აზრით რატომ დახოცეს გნოსტიკოსები 325 წლის ნიკეის კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე? :)))))))))))

არც კი იცით სად ხართ და ვინ ხართ ადამიანებო... :)))))

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage

0
67
2-ს მოსწონს
ავტორი:ლიბერტარიანელი ნიჰილისტი
ლიბერტარიანელი ნიჰილისტი
67
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0