x
image
ღიმილიანი
34 წლის თბილისელი პროფესორი, რომელმაც დედაქალაქს საცხოვრებლად სოფელი არჩია წარმატებული მეღვინე გახდა

image



"მეც და ჩემი მეუღლეც თბილისელები ვართ, მაგრამ მოხეტიალე ხალხი. არ ვართ თბილისს მიმაგრებულები არც ემოციურად, არც მენტალურად. სულ ვმოგზაურობდით და დღემდე ყველაზე დიდ სიამოვნებას მოგზაურობა გვანიჭებს. ამჯერად, ბავშვებთან ერთად. "



-მოგვიყევით თქვენზე და თქვენი ოჯახის შესახებ?


მე ვარ ლიტერატურათმცოდნე, თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტის ბაკალავრიატი და მაგისტრატურა მაქვს დამთავრებული. ამჟამად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი ვარ. ათი წლის მანძილზე ვმუშობდი შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში, ვიღებდი მონაწილეობას ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებში. ვარ 30-მდე სამეცნიერო პუბლიკაციისა და ერთი მონოგრაფიული ნაშრომის ავტორი. ჩემი მეუღლე გეოგრაფია. გარკვეული პერიოდის განმავლობაში გეოგრაფიის ინსტიტუტში მუშაობდა, ამჟამად მარტვილისა და ოკაცეს ბუნების ძეგლების ადმინისტრაციის დირექტორია.


შვილები - ოლღა (6 წლის) და მაშო (3 წლის). ცხოვრობენ ჩვენთან ერთად, მარტვილში. დადიან მარტვილის ბაღსა და სკოლაში. ტკბებიან სოფლად ცხოვრებით, დიდი ეზოთი და ბუნებრივი გასართობებით. ვფიქრობ, მათი გონებრივი განვითარებისთვის ამ გარემოს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. არაერთი კვლევა ამბობს, რომ „გადჯეთებზე“ დამოკიდებულება ბავშვებში მნიშვნელოვან სენსომოტორულ და საკომუნიკაციო შეფერხებებს იწვევს, მაშინ როდესაც ბუნებრივი მასალებით, მათ შორის, მიწით, ქვიშით, ტალახით თამაში ტვინის ნეირონების განვითარებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.


- გვითხარით, რატომ გადაწყვიტეთ საცხოვრებლად თბილისიდან მარტვილში გადასულიყავით?

სოფლად ცხოვრება ყოველთვის გვინდოდა. ეს აბსტრაქტული სურვილი გამიმძაფრდა და ცოტა უფრო მეტად ხორცი შეისხა, როცა ჩემი მეუღლის წინაპრების ოდა ვნახე, ულამაზესი, თითქმის, საუკუნის ისტორიის, დარბაისელი მეგრული, მშვენიერი ეზოთი, რომელსაც მდინარე ჩამოუდის და ეზოს ბოლოს ჩანჩქერით სრულდება. აივანზე რომ გადმოდგები და მარტვილის მონასტერს გახედავ, მაშინ ხვდები, რას შეიძლება ნიშნავდეს კოლხური მედიდურობა.

იხილეთ მეტი


0
235
შეფასება არ არის
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
235
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0