x
image
კატაპულტი
ახალი დეტალები წყალტუბოში 17 წლის ბიჭის მკვლელობის შესახებ
image
2017 წლის 1 დეკემბერი მძიმე გამოდგა სრულიად საქართველოსათვის.ჯერ იყო და თბილისში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ გაიგო მოსახლეობამ, როდესაც 51-ე სკოლის ერთი მოსწავლე მოკლეს, ხოლო მეორე მძიმედ იყო დაჭრილი და საავადმყოფოში გადაყვანილი.შემდეგ კი, წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფშკვითში დატრიალდა კიდევ ერთი ტრაგედია, როდესაც 17 წლის თორნიკე ბაღაშვილი ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობისგან გარდაიცვალა.

როგორც kutaisipost იუწყება, მკვლელობაში ბრალდებული გარდაცვლილის ყოფილი თანაკლასელი და მეგობარია.

თორნიკე ბაღაშვილის ბებიის, სატელეფონო შეტყობინებებისა და მეზობლების მონათხრობიდან გამომდინარე, 1 დეკემბერს მომხდარი მოვლენები ასე განვითარდა:

გარდაცვლილსა და ბრალდებულს შორის შელაპარაკება გამოიწვია მათი საერთო მეგობარი გოგონას მობილური ტელეფონის დაკარგვამ.გოგონამ ეჭვი ბრალდებულზე მიიტანა, რომლის საცხოვრებელი მისამართი, სავარაუდოდ, თორნიკე ბაღაშვილმა ამცნო დაზარალებულს.ამ ფაქტმა კი ბრალდებულის გაღიზიანება გამოიწვია და აწგარდაცვლილს სატელეფონო შეტყობინებებში ემუქრებოდა, ის შეხვედრას ითხოვდა “საქმის გასარჩევად". საბოლოოდ, შეხვედრა მოხდა სოფელ ოფშკვითის განაპირას, მინდორში.“საქმის გარჩევა" ხმამაღალი შელაპარაკებით დაიწყო, შემდეგ კი თორნიკე ჩაიკეცა, როგორც აღმოჩნდა ის გულის არეში იყო დაჭრილი.მოზარდი მისმა მეგობრებმა გადაიყვანეს ჯერ მახლობელ სახლში, გამოიძახეს სასწრაფო დახმარება, შემდეგ კი თავად გადაწყვიტეს საავადმყოფოში მისი წაყვანა.გზად კი შემხვედრ სასწრაფო დახმარების მანქანაში გადაიყვანეს.სამწუხაროდ, თორნიკე ბაღაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.


ბრალდებული თბილისში დააკავეს.

P.s. სამძიმარს ვუცხადებ 51-ე სკოლის გარდაცვლილი ბიჭებისა და თორნიკე ბაღაშვილის ოჯახის წევრებს.

0
604
2-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
604
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0