x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134048
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
სასტუმრო „ლეოგრანდი“ დაღუპულთა ოჯახების თხოვნით სახელს შეიცვლის
image

სასტუმრო და სამორინე „ლეოგრანდი“ არსებული სახელწოდებით ფუნქციონირებას წყვეტს. გადაწყვეტილება სასტუმროს მეპატრონემ, ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებსა და იურისტებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ipn-ი წერს.


როგორც სასტუმრო „ლეოგრანდის“ იურისტმა კახა წერეთელმა განაცხადა, შეხვედრაზე სასტუმრომ, დაღუპულთა ოჯახის წევრებს, სხვადასხვა საკითხებზე საკუთარი პოზიცია გააცნო.


"თვითონ გარდაცვლილთა ოჯახების თხოვნის გათვალისწინებით, სასტუმროს მეპატრონემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სასტუმროს შეეცვალოს სახელწოდება და მას აღარ ერქვას „ლეოგრანდი“, რადგან თუნდაც ეს სახელი, უკვე ძალიან მძიმეა და თვითონ ეს წარწერაც, როცა შემოდიხარ ქალაქში მძიმეა ყველა იმ ოჯახისთვის და მათ შორის საზოგადოებისთვის. სასტუმრო და სამორინე „ლეოგრანდი“ ამ სახელით წყვეტს ფუნქციონირებას“, - განაცხადა კახა წერეთელმა.



ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის შედეგად დაღუპულია 11 ადამიანი, მათგან საქართველოს 10 და ირანის ერთი მოქალაქე. დაშავდა 21 ადამიანი, მათგან ერთი ისრაელის მოქალაქეა, 5 კი - თურქეთის.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.

ხანძარი სასტუმრო „ლეოგრანდში“ 24 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე გაჩნდა.

0
92
2-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
92
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0