x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
მხსნელი ბანკები

მინდა ერთ ძალიან მნიშვნელოვან პრობლემას შევეხო. "ბანკი" აი ასეთი მარტივი სახელი აქვს ამ რობლემას. თავისთავად ბანკი პრობლემა არაა მაგრამ ქართულ რეალობას თუ გადავხედავთ ნამდვილად დიდ პრობლემებს ქმნის.
ყველას კარგად მოგეხსენებათ საქართველოში არსებული უმუშევრობის მაღალი ნიშნულის და სამსახურის მიზერული ანაზღაურების შესახებ. ქართველები კი ამბიციური ხალხი ვართ ზოგს მეტი გვინდა და ზოგსაც ისე უჭირს რომ გზა გარდა ბანკისა აღარ რჩება.
სესხი, სწორედ ეს იქცევა ხოლმე "მხსნელად" ავადმყოფობის და სხვა ძნელბედობის ჟამს, ფიქრები სესხის აღებისას კი ყოველთვის ერთმანეთს გავს: როგორ ვერ გადავიხდი, ისეთი რა უნდა მოხდეს. სესხის მთავარი პირობა კი თითქმის ყველა შემთხვევაში ერთი და იგივეა "გააქვთ თქვენს სახელზე რიცხული უძრავი ქონება?". სწორედ ამ კითხვაზე გაცემული დადებითი პასუხი არის ხშირ შემთხვევაში დამღუპველი.
სესხი დამტკიცდა და იწყება ყოველ დათქმულ რიცხვში შესატანი თანხის გროვება. რასაც ხშირად ე.წ. "პრასტროჩკა" მოჰყვება და როცა ეს "პრასტროჩკა" სესტემატურ ხასიათს ღებულობს მერე ჯერი ჯერ თავდებებზე შემდეგ კი ზემოთ ხსენებულ უძრავ ქონებაზე მიდგება ხოლმე. (სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს რომ თავდებებზე "გადატეხილი ჯოხის" მაგალითებიც მრავლადაა.)
რაც დრო გადის საზოგადოების თავშეყრის ადგილებში სულ უფრო და უფრო ხშირადაა საუბარი ნაცნობებისთვის თუ ნათესავებისთვის ბანკისგან გაყიდულ ბინებზე თუ აგარაკებზე. მგონი გვმართებს დავფიქრება. თან არამგონია ჩვენთვის მისაბაძი ევროპის ქვეყნებში ასე იოლად აძევებდნენ ხალხს სახლებიდან როგორჩ ჩვენთან.
ასე რომ კარგად დავფიქრდეთ "რა შარში ვყოფთ თავს".

1
15
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:დავით სანიკიძე
დავით სანიკიძე
15
  
2012, 20 ივნისი, 15:05
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1