x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
"ბედნიერების ფორმულა", რომელიც აინშტაინმა დაწერა, 1800000$–ად გაიყიდა
ფიზიკოს-თეორეტიკოსს, XX საუკუნის უდიდეს მეცნიერს ვინ არ იცნობთ? ალბათ მიხვდით, რომ ალბერტ აინშტაინზეა საუბარი. მან წამოაყენა ფარდობითობის თეორია და ასევე დიდი წვლილი აქვს შეტანილი კვანტური მექანიკის, სტატისტიკური მექანიკისა და კოსმოლოგიის განვითარებაში. 1921 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ფიზიკაში 1905 წელს ფოტოელექტრონული ეფექტის მისეული განსაზღვრებისთვის და ასევე თეორიულ ფიზიკაში მის მიერ შეტანილი წვლილისთვის.

image




image


აინშტაინი მრავალი ქვეყნის მეცნიერებათა აკადემიის და სამეცნიერო საზოგადოების წევრი, დიდი ჰუმანისტი და მშვიდობისა და კაცობრიობის კეთილდღეობისათვის აქტიური მებრძოლი იყო.



გარდა ამ ყველაფრისა კი ჩამოაყალიბა ორი ნაწილისგან შემდგარი "ბედნიერების თეორია", რომელიც აუქციონზე 1800000$–ად გაიყიდა და მათი ღირებულება კიდევ აიწევს. იუწყება CNN.


ბედნიერების ორი აფორიზმი მეცნიერმა 1922 წლის ნოემბერში ტოკიოში, სასტუმრო Imperial Hotel –ში წიგნაკის ფურცლებზე დაწერა გერმანულ ენაზე, სადაც ლექციების წასაკითხად იმყოფებოდა. როდესაც მიიღო გზავნილი იმის შესახებ, რომ ფიზიკაში ნობელის პრემიით დაჯილდოვდა, სტოკჰოლმში გახდა წასასვლელი და მოულოდნელად დატოვა აზია. ტოკიოს კურიერს, რომელმაც გზავნილი მიუტანა, გასამრჯელოდ სწორედ ეს ორი აფორიზმი უსახსოვრა. თან ურჩია შეენახა, რადგან ფურცლების ფასი გასამრჯელოზე გაცილებით დიდი იქნებოდა.


პირველი ნაწილი, რომლის საწყისი თანხა 5000$–დან 8000$–მდე იყო 1, 56 მლ $–ად გაიყიდა, სადაც შემდეგი სიტყვები წერია: "მშვიდი და მოკრძალებული ცხოვრება გაცილებით ბევრს მოგიტანთ, ვიდრე წარმატებისკენ სწრაფვა, რომელსაც თან ახლავს მუდმივი შფოთვა". image


კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, მოერე აფორიზმი 240000$–ად გაიყიდა: "იქ, სადაც არის სურვილი, არის გზაც".


image


საბეჭდი მანქანით დაწერილი, ასევე აინშტაინის სხვა ორი წერილი 43, 200$–ად გაიყიდა.


image

0
400
16-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
400
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0