x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
გამოჩნდა ახალი თამაში "წითელი ბუ", რომელიც ასევე თვითმკვლელობისკენ უბიძგებს ბავშვებს
რამდენიმე თვის წინ თამაში "ლურჯი ვეშაპი", რომელიც პირველად 2013 წელს იყო მოხსენიებული რუსეთში, ძალიან დიდი ტირაჟირებით გავრცელდა სოციალურ–ქსელებში. თამაში შედგება რიგი დავალებისაგან, რომლებსაც კურატორები მოთამაშეებს აძლევენ 50-დღიანი პერიოდის განმავლობაში. უკანასკნელი დავალება, როგორც ამტკიცებენ, მოითხოვს მოთამაშის თვითმკვლელობას. ტერმინი „ლურჯი ვეშაპი“ კი მომდინარეობს ნაპირზე გამორიყული ვეშაპების ფენომენისაგან, რომელიც თვითმკვლელობასთანაა მიმსგავსებული.


თამაშში მონაწილეობის არაერთი ფაქტი გამოვლინდა და რამდენიმე კურატორიც დააკავეს. იყო ფატალური შემთხვევებიც თვითმკვლელობით გამოწვეული.


image


დღევანდელ სტატიაში მინდა ახალი თამაშის შესახებ გამცნოთ, რომელიც ძალიან ჰგავს "ლურჯ ვეშაპს", თუმცა ახლა ჩვენს შვილებს "წითელი ბუ" ემუქრება!



თამაშის პირობები ერთი შეხედვით მარტივია, სულ ცოტა 12 დღე არ უნდა დაიძინოთ და ამ პერიოდის განმავლობაში ასრულოთ კურატორის მითითებები. გადასამოწმებლად სძინავს თუ არა ობიექტს, დროდადრო კურატორი გზავნის შეტყობინებას: "ბუს სძინავს"? პასუხი კი უნდა იყოს შესაბამისი: "ბუს არასოდეს სძინავს"! თამაში გამოჩნდა უკრაინაში და როგორც წყარო იუწყება, არსებობს მსხვერპლი.


პირველი ოფიციალური მსხვერპლი იყო 14 წლის ლერა კიევში, რომელიც 30 ოქტომბერს გაუჩინარდა. როგორც დედა ამბობს, გოგონა ინგლისურის გაკვეთილზე მასწავლებელთან წავიდა და აღარ დაბრუნდა, რის შემდეგაც მისი ძებნა დაიწყო. მოგვიანებით გოგონა უმანში ნახეს და დედას შეატყობინეს. (უმანი– ქალაქი უკრაინაში) როგორც აღმოჩნდა, გოგონა მითითებებს მიყვებოდა, ხელებზე ჰქონდა თვითმიყენებული ჭრილობები, ტელეფონში კი აღმოაჩინეს სქემა რიგი მომდევნო დავალებებით.


image


გოგონა გაოცებული დარჩა, რომ ოჯახის წევრები ეძებდნენ და ირწმუნებოდა რომ ბებიასთან აპირებდა წასვლას, თუმცა ბებია ქალაქ უმანიდან 50 კმ–ში ცხოვრობს და პასუხმა ფაქტი ვერ ახსნა.


პოლიცია ახორციელებს საფუძვლიან გამოიძიებას და სავარაუდოდ ლერა თამაში "წითელი ბუს" მსხვერპლია. მშობლებს კი მოგვიწოდებენ ვიყოთ მეტად ყურადღებით, დავაკვირდეთ ბავშვის ქცევის ცვლილებებს და შევუმოწმოთ სოციალური ქსელები.


image



P.S. გააზიარეთ სიახლე, რადგან ყველა დედა იყოს ინფორმირებული. ერთად დავიცვათ ჩვენი შვილების სიცოცხლე!




იხილეთ აგრეთვე:


ბავშვები და კომპიუტერი- აუცილებლად წაიკითხეთimage


1
403
18-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
403
  
2017, 11 დეკემბერი, 11:17
ძალიან საინტერესო და დასაფიქრებელი სტატიაა ყველა მშობლისათვის ჩემი ჩათვლით
0 1 1