x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134487
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
ჩრდილოეთ კორეა . შოკისმომგვრელი ფაქტები ყველაზე ჩაკეტილ ქვეყანაზე
ჩრდილოეთ კორეა
ამ ქვეყანას კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა უწოდეს. მსოფლიოსთვის იგი ამოუცნობი, საშიში და საიდუმლო ქვეყანად რჩება.იზოლირების გამო ამ ქვეყანაზე ინფორმაციის მოპოვება ძალიან რთულია.მაგრამ მისი ატომური შეიარაღების გამო იგი საშიშ ქვეყანად რჩება ამერიკისა და დანარჩენი მსოფლიოსთვის.imageჩრდილოეთ კორეის ბევრი მცხოვრები შიმშილობის ზღვარზეა, რაც ქვეყანაში პროდუქტის განაწილებისარასწორ სისტემას უკავშირდება. მიდგომა – საკვები, უპირველესად, სამხედროებსიწვევს იმას, რომ გაეროს მოხსენების მიხედვით, ჩრდილოეთ კორეის ბავშვების 60% არასაკმარისად იკვებება, 16%შიმშილობს და დღეში ათეულობით ადამიანი იღუპება ამ მიზეზით.

ყველაზე ცუდი ფაქტი: თუ თქვენ დანაშაული ჩაიდინეთ თქვენთან ერთად თქვენი ოჯახიც ისჯება.image

ჩრდილოეთ კორეაში საკონცენტრაციო ბანაკების პრაქტიკა ჯერ კიდევ გამოიყენება. საკონცენტრაციო ბანაკების შესახებ ყველა ჩვენგანს სმენია. ბევრს კი ჰგონია, რომ ეს წარსულს ჩაბარებული საშინელებაა, რომელსაც გერმანია არასასურველი ადამიანების წინააღმდეგ იყენებდა. თუმცა, მსგავსი ოპტიმისტების საწინააღმდეგოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკონცენტრაციო ბანაკებში არასასურველი ადამიანების გაგზავნა ჩრდილოეთ კორეაში დღემდე წარმატებით აპრობირებული მეთოდია.

არსებული ინფორმაციით, 200 თასზე მეტი კორეელი პოლიტიკური დანაშაულის გამო, ახლა მსგავს ბანაკში იმყოფება. და კიდევ ერთი უცნაურობა - თუ პოლიტიკურ დანაშაულს ერთი ადამიანი ჩაიდენს, ბანაკში მისი მთელი ოჯახი იგზავნება. გაპარვის შემთხვევაში კი მთელს ოჯახს სჯიან სიკვდილით.


მიუხედავად იმისა, რომ უშველებელი, ექვსზოლიანი გზებია თუნდაც ფხენიანში, იქ ცოტა თუ ვინმე დადის. მანქანის ფლობის უფლება აქვს მხოლოდ ჩინოსანს და მას, ვინც ხშირად დადის იაპონიაში. თუ კორეელის რომელიმე ნათესავი იაპონიაში ცხოვრობს, შეუძლია, რიგით კორეელს ავტომანქანა აჩუქოს, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მეორეს, ზუსტად ისეთს, სახელმწიფოს აჩუქებს.

image

მოქალაქეები თავისუფლად ვერ გადაადგილდებიან ქალაქიდან ქალაქში. ერთი ადგილიდან სხვა ადგილას გასამგზავრებლად მივლინების ტიპის საბუთი უნდა გააფორმონ. საამისოდ ყველა ცენტრალურ გზაზე სპეციალური უწყების თანამშრომლები დგანან.

და ბოლოს ჩრდილოეთ კორეა ერთადერთი ქვეყანაა აზიაში და ერთ-ერთი მსოფლიოში, სადაც კანაფის მოყვანა და მარიხუანის მოწევა ლეგალურია. არ არსებობს კანონი რომელიც ამას კრძალავს.


0
320
1-ს არ მოსწონს
ავტორი:ნუგზარი წულაია
ნუგზარი წულაია
320
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0