x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134039
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
საინტერესო ისტორია ფოტოს შესახებ, რომელზედაც აინშტაინს ენა აქვს გამოყოფილი!

ვინ არის ყველა დროის უძლიერესო და საუკეთესო მეცნიერი? - რათქმაუნდა ალბერტ აინშტაინი. ცნობილი მეცნიერი დაიბადა 1879 წლის 14 მარტს, გერმანიის ქალაქ ულმში, ხოლო გარდაიცვალა 1955 წელს პრინსტონში, აშშ. ფარდობითობის თეორია და ასევე დიდი წვლილი აქვს შეტანილი კვანტური მექნიკის, სტატისტიკური მექანიკის და კოსმოლოგიის განვითარებაში. 1921 წელს მიენიჭ ანობელის პრემია ფიზიკაში 1905 წელს ფოტოელექტრონული ეფექტის მისეული განსაზღვრებისთვის და ასევე თეორიულ ფიზიკაში მის მიერ შეტანილი წვლილისთვის. აინშტაინი გარდაიცვალა შინაგანი სისხლდენით, რომელიც გამოიწვია აორტის ანევრიზმის გახეთქვამ, მდგომარეობამ, რომელსაც იგი წლების განმავლობაში ებრძოდა. სიკვდილამდე, დიდი ტკივილების მიუხედავად, ის აგრძელებდა თავის საქმეს. გენიოსი მეცნიერი, სიკვდილის დღესაც მუშაობდა სიტყვის მოსამზადებლად, რომლის წარმოთქმაც დაგეგმილი ჰქონდა ისრაელის ტელევიზიაში.


რათქმაუნდა სტატიის თემა აინშტაინის ბიოგრაფიას არ ეხება! დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ მსოფლიოს ყველაზე ცნობილ მეცნიერის ფოტოზე, რომელზედაც ენა აქვს გამოყოფილი.

image


ფოტო, აინშტაინის 72 იუბილეზე - 1951 წლის 14 მარტს არის გადაღებული. ავტორი არტურ სეისია.

image


72- ე იუბილეზე აინშტაინი ორგანიზაციის შეკრებიდან ბრუნდებოდა, მას ჟურნალისტების ნამდვილი "ხროვა" აეკიდა, სთხოვდნენ გაღიმებას სისტემატიურად. გაბრაზებულმა აინშტაინმა მათ ხმამაღალი ტონით უპასუხა, რომ დაიღალა ამდენი გაღიმებით და ცოტა დასვენება სჭირდებოდა, თუმცა ჟურნალისტები თავისას არ იშლიდნენ... მობეზრებულ აინშტაინმა საპასუხოდ მათ ენა გამოუყო.


ფოტოს კიდევ ერთი უცნაური დეტალი - სინამდვილეში ამ ფოტოზე აინშტაინი მეუღლესთან და დოქტორ ეიდილოტისტან ერთად ავტომობილის უკანა სავარძელზე ზის, თუმცა მოგვიანებით აინშტაინს ეს ფოტო იმდენად მოეწონა, რომ გადაწყვიტა ფოტო მოეჭრა და მასე გაევრცელებინა მედიისთვის. ასე გახდა აინშტაინის ეს ფოტო ყველაზე პოპულარული.


მოგახსენებთ, რომ 2009 წლის 19 ივნისს აინშტაინის ორიგინალი ფოტო, სადაც ენა აქვს გამოყოფილი, ღია აუქციონის ფარგლებში 74 324 დოლარად გაიყიდა, აქედან გამომდინარე ეს ფოტო აინშტაინის ყველაზე ძვირადღირებული ფოტოც გახდა.


წარმოგიდგენთ ფოტოს ორიგინალს

image

სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


{თქვენთვის საინტერესო}


1. ჩემპიონები, რომლებსაც ჩემპიონობა დაავიწყდათ!!!

2. 10 უცნაური რეალობა ისტორიული პირების შესახებ, რომელიც შესაძლოა დღემდე არ გცოდნოდათ!

3. აი, მონდომებაც ასეთი უნდა! როგორ დავამარცხოთ ჭარბწონიანობა? - წარმოგიდგენთ ცოცხალ მაგალითს

4. შესაძლოა ბარსელონა ლა-ლიგადან მოიხსნას! შეიქმნება თუ არა კატალონიის ლიგა?

5. 2017 წელი, ბოლო 137 წლის მანძილზე ყველაზე ცხელი წელიწადია - NASA-ს უახლესი მტკიცებულება!

6. ვინ არის ცნობილი მილიარდერი, რომელიც სკოლის პერიოდში საღეჭ რეზინებს ყიდიდა?!

7. 8 საკვები, რომელიც ასუფთავებს სისხლძარღვებს!

1
2209
6-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
2209
  
2017, 13 დეკემბერი, 11:22
ვერ დაგეთანხმები რომ ყველა დროის უძლიერესი მეცნიერი იყო
0 1 1