x
მეტი
  • 11.12.2017
  • სტატია:71804
  • ვიდეო:324987
  • სურათი:427156
საბა მიგრიაული - როგორ გავხდეთ 16 წლის მკვლელი?!

image

ხორავას ქუჩაზე 2 მოსწავლის საზარელმა მკვლელობამ მთელი ქვეყანა შეძრა.


თუმცა სიტუაცია ბევრად უარესდება როცა მკვლელი 2001 წელს დაბადებული ახალგაზრდაა.


ვიმეორებ, 2001 წელს!


ჯერ კიდევ ბავშვი..


თავი რომელიღაც საშინელებათა ფილმში მგონია, სცენარისტების ფანტაზია რომ ზენიტშია და აფსურდულად შემზარავ სცენას რომ გვიხატავენ..


30 ჭრილობა!


ეს უკვე მკვლელობაზე მეტია.. ბევრად მეტი..


და სულის შემაძრწუნებელი, იმის გააზრებაა, რომ საქმე "მხოლოდ" ერთ მკვლელობას არ ეხება და განვითარებული მოვლენები ძალადობრივი ტენდენციის მხოლოდ ერთეული გამოვლინებაა.


საიდან მოდის 30 ჭრილობის მიმყენებელი აგრესია?


ოჯახი? საზოგადოება? მედია? ინტერნეტი?


ჩემი რწმენით, ყველაფერი ბავშვობიდან იწყება და მხოლოდ ადრეულ ასაკში მოსმენილის, ნანახისა თუ შთაგონებულის ინტერპრეტაციაა შემდგომი ქმედებები.


ბიჭებს ლამის 2 კვირის ასაკიდან გვეუბნებიან, რომ არ უნდა ვიტიროთ, რადგან კაცები არ ტირიან, არ უნდა გამოვხატოთ გრძნობები, "გოგო ხომ არ ხარ". თითქოს 2 კვირის ბავშვი კაცია ან კაცისთვის ტირილი სირცხვილია.


კაცობას ცემა-ტყეპად რომ უხატავენ და ძალადობას რომ უნერგავენ..


მთელი პროპაგანდა მიდის საზოგადოების მხრიდან და ამუშავებენ ჯერ კიდევ ახლად მოვლენილ ადამიანებს. მერე ეს შეგონებები ქვეცნობიერში ილექება და არგამომჟღავნებული ემოციებითა და კომპლექსებით დაგროვილი ბომბის აფეთქებები ყოველდღიურად გვტკივა.


⭕ ჯერ ბაღის პერიოდში ვიღაცას ხელს კრავს და წააქცევს, გოგოს თმას მოწიწკნის

⭕ შემდეგ ცხოველების წამებაზე გადავა და ჩათვლის რომ მშვენიერი გასართობია

⭕ თუ აღმოჩნდა და ფიზიკურად ძლიერია, სხვების ჩაგვრასაც მიჰყოფს ხელს.

⭕ მერე უბანში, ბირჟებზე და "სტრელკებზე" გადაინაცვლებს, სადაც ყოველდღიურ რეჟიმში შეეცდება დაგროვილი ზიზღი სხვებზე დაცალოს

⭕ ცოლს მოიყვანს და ახლა მისი ჩაგვრით იკმაყოფილებს კომპლექსებით შებოჭილ ეგოს

⭕ სამსახურშიც მუდმივად უკმაყოფილო და გარშემომყოფებზე გაბრაზებულია


და ასე უსასრულოდ, მათი ყელში მობჯენილი ნეგატივისგან გათავისუფლება კიდევ ახალ მოძალადეებს ბადებს და უარეს შემთხვევაში, უდანაშაულოთა სიკვდილად გვიჯდება..


ყველაფერი კი ბავშვის ფსიქიკაზე სისტემატიური ძალადობის ნაყოფია ..


ძალადობა ყოველთვის წარმოშობს ძალადობას!


გაზარდეთ ბავშვები ადამიანებად!


სკოლაში ბავშვს შეიძლება ვერაფერი ასწავლო, მაგრამ თუ იმას არ დაავიწყებ, რაც მან გაჩენის დღიდან იცის, - რომ ადამიანია - ეს უკვე დიდი საქმეა" თამაზ ჭილაძე



მარტო მკვლელები კი არა, ისინიც უნდა ისჯებოდნენ ვინც 16 წლის მოზარდები, უსისხლო მკვლელებად ჩამოაყალიბა!

ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს..


წყარო: საბა მიგრიაულის ბლოგფოინთი

0
89
3-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ მექსიშვილი
ნიკოლოზ მექსიშვილი
89
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0