x
image
გემი დალანდი
მატრასი-საფრთხე,რომელზეც გვძინავს - სასარგებლო რჩევები
image

იცით თუ არა, რომ არასწორად შერჩეულმა მატრასმა ძილის დარღვევა და ხვრინვაც კი შეიძლება გამოიწვიოს?მაგრამ ეს ყველაფერი როდია:ზურგის და კისრის ტკივილი, სახის შეშუპება და ტომრები თვალების ქვეშ-იფიქრებდით ოდესმე, რომ ამის მიზეზი შესაძლოა ის მატრასია, რომელზეც გძინავთ?

მატრასი 7-10 წელში ერთხელ უნდა გამოიცვალოს

ყოველ ნივთს აქვს შენახვის და ექსპლუატაციის ვადა. მატრასის “სიცოცხლის ხანგრძლივობა" 7-10 წელს შეადგენს. ამ ვადის გასვლის შემდეგ ის ფორმას კარგავს და არაჰიგიენური ხდება. მათ კი, ვისაც ძილის დარღვევები ან სხვა ქრონიკული დაავადებები აწუხებთ, მატრასი 5 წელიწადში ერთხელ უნდაგამოცვალონ.



თუ ძილში წრიალებთ ან დიდი ხნის განმავლობაში ვერ ახერხებთ ჩაძინებას-დამნაშავე მატრასია

ჩვეულებრივ, დრო დაწოლიდან ჩაძინებამდე -15 წთ-ს უნდა შეადგენდეს. თუ 15 წთ-ზე მეტი დრო გავიდა და ჩაძინებას მაინც ვერ ახერხებთ შესაძლოა თქვენი მატრასია დამნაშავე, რომელსაც ვადა ამოეწურა და დისკომფორტს გიქმნით. ფორმადაკარგული და დატკეპნილი მატრასი არც ძილში მოგასვენებთ. სწორედ ის შეიძლება იყოს იმის მიზეზი, რომ ძილში მოუსვენრად წრიალებთ.


კარგი მატრასი სტრესის მოხსნაში გეხმარებათ

თუ ცუდად გძინავთ, ეს სტრესის მიზეზი შეიძლება გახდეს. ტესტებმა დაამტკიცეს, რომ ის ადამიანები, რომელთაც ახალ, საშუალო სიმაგრის მატრასზე სძინავთ, უფრო კარგად ახერხებენ დასვენებას და გამოძინებას. ამიტომ, თუ ცუდად გძინავთ და შფოთვაც გახასიათებთ, ამაში შესაძლოა თქვენი მატრასი იყოს დამნაშავე.


მატრასი შესაძლოა ალერგიის მიზეზი გახდეს

თუ თქვენი მატრასი უკვე მოძველებულია და ამასთან სასუნთქი გზების პრობლემები, ხველა და ალერგიაც გაწუხებთ, იქნებ მატრასი შეგეცვალათ?დროთა განმავლობაში მასში მიკრობები და მტვრის ტკიპები გროვდებიან, რომელთა ცხოველქმედების პროდუქტიც ძლიერ ალერგენებადაა მიჩნეული.

აუცილებელია დროდადრო ახალი მატრასი გადააბრუნოთ ხოლმე, რათა თქვენს სხეულს მაქსიმალურად მოერგოს. ამასთან, ეს პროცედურა თქვენს მატრასს სიცოცხლეს უხანგრძლივენს, მით უფრო, როცა საქმე ეხება ზამბარიან ორთოპედიულ მატრასს. გადაბრუნება მისი შიდა ფენების აღდგენას უწყობს ხელს.


გაწმინდეთ პერიოდულად

აუცილებელია მატრასების გაწმენდა მტვერსასრუტით თვეში 2-3-ჯერ მაინც, დრო და დრო კი მისი დეზინფიცირება სოდით:უბრალოდ მოაყარეთ სოდა მის ზედაპირს და ნახევარი საათის შემდეგ გაწმინდეთ მტვერსასრუტით, შემდეგ კი მატრასი ჰაერზე გაიტანეთ, რომ კარგად გამოშრეს. მიკრობებს ხომ სწორედ ის ნესტი იზიდავთ, რომელიც მატრასშია.



0
234
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
234
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0