x
მეტი
  • 11.12.2017
  • სტატია:71804
  • ვიდეო:324987
  • სურათი:427156
ვინ არის საქართველოსა და ქართულ ღვინოზე შეყვარებული ჩინელი ბიზნესმენი, რომელმაც სახელი და გვარი შეიცვალა?

image

საქართველოზე უზომოდ შეყვარებული, ქართული გულისა და სულის მატარებელი - ასე ახასიათებს საკუთარ თავს ჩინელი ბიზნესმენი, რომელიც ქრისტიანად მოინათლა, ქართული სახელი და გვარი მიიღო და ამბობს, რომ ახლა უბრალოდ გურული სანდრო ბერიძეა.

წარმატებული ბიზნესმენი მთელ საკუთარ ენერგიას ქართული ღვინისა და კულტურის პოპულარიზაციას უთმობს და აცხადებს, რომ მისი გეგმები შორსმიმავალია. დარწმუნებულია, რომ ქართულ ღვინოს უდიდესი პოტენციალი აქვს და სწორი მუშაობით მსოფლიო და ჩინურ ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი პროდუქტი გახდება.

image

საქართველოსთან რა გაკავშირებთ, როგორ დაიწყო თქვენი ბიზნესის ისტორია?

ქართველებთან ურთიერთობა 15 წლის წინ დავიწყე, სწორედ ქართველი მეგობრების დახმარებით ჩამოვაყალიბეთ ლოჯისტიკური კომპანია “სუოლუნი” ჩინეთის ქალაქ ივუს ცენტრში. ივუ შანხაის მახლობლად მდებარე ქალაქია, რომელიც მსოფლიო სავაჭრო ცენტრს წარმოადგენს. დღესდღეობით კომპანია საქართველოში 1000-მდე კონტეინერს აგზავნის წელიწადში და თავს იწონებს მეგობრების სიმრავლით.

ორი წლის წინ ქართული ღვინის ბიზნესი დავიწყე. პირველი ქართული ღვინის სახლი ჩინეთში 2015 წელის ზაფხულში გაიხსნა. მალე ქართული ღვინო ჩინეთში იმდენად პოპულარული გახდა, რომ ერთი სახლი აღარ იყო საკმარისი. ქართულიღვინის ფილიალები ჩინეთის სხვადასხვა ქალაქში ელვის სისწრაფით იხსნებოდა.

დღესდღეობით მთლიანობაში ქართული ღვინის უკვე 25 სახლია გახსნილი. ყოველი გახსნის ცერემონიას ჩინეთის კინოინდუსტრიის ცნობილი სახეები და მთავრობის წამომადგენლები ესწრებიან. წელიწადნახევრაში კომპანიამ საქართველოდან 35 კონტეინერი ღვინის ექსპორტი მოახდინა. ამ ეტაპზე სხვადასხვა ქალაქებში მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები, რომელთა დასრულების შემდეგ ჩინეთში უკვე ქართული ღვინის 50-მდე სახლი იფუნქციონირებს. იხილეთ მეტი




0
472
შეფასება არ არის
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
472
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0