x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133842
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
"ლევანი საკუთარ თავზე მეტად მიყვარდა. დღესაც კი ვგრძნობ მის სუნთქვას და ხშირად მესიზმრება, რომ სულ ხელს მკრავს – ალბათ, უნდა, დიდხანს ვიცოცხლო" - მიკა სტრამბეანუ ლევან აბაშიძის შესახებ
ასეთი სიყვარულის ისტორიები არასდროს მთავრდება...



image


სიყვარულია თავად უსაზღვრო და უსასრულო. მიკა სტრამბეანუ არის ადამიანი, რომელიც მოლდოვეთიდან საქართველოში დღესაც ლევან აბაშიძის სიყვარულით ჩამოდის.




აი, რას ყვება იგი ლევანის შესახებ:



"ლევანი საკუთარ თავზე მეტად მიყვარდა. დღესაც კი ვგრძნობ მის სუნთქვას და ხშირად მესიზმრება, რომ სულ ხელს მკრავს – ალბათ, უნდა, დიდხანს ვიცოცხლო, ის კი ისევ ისეთი ახალგაზრდა დარჩეს ჩემს მეხსიერებაში. არ დამავიწყდება ჩვენი პირველი შეხვედრა – მე მაშინ თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტი გოგონა ვიყავი, სულ რაღაც 18 წლის; ლევანი კი – 25 წლის, ცნობილი მსახიობი ბიჭი. პირველივე შეხედვისას ვიგრძენი, რომ ეს ის ადამიანი იყო, ვინც მჭირდებოდა, ვინც ძალიან ჩემი იყო და ვისთვისაც მზად ვიყავი, ყველაფერი დამეთმო. მართლა უზომოდ გვიყვარდა ერთმანეთი და, ვერ წამომედგინა, მის გარეშე ცხოვრებას თუ გავაგრძელებდი. ძალიან მანებივრებდა. ვგრძნობდი, როგორი შურის თვალით მიყურებდა ყველა გოგო, როცა ლევანის გვერდით ამაყად მივაბიჯებდი რუსთაველის გამზირზე. მეც ვეჭვიანობდი, მაგრამ, ერთხელ შემთხვევით მოვისმინე მისი საუბარი ქალთან – ეუბნებოდა, მე საყვარელი ქალი მყავს გვერდითო. ძალიან ამაყი ვიყავი იმ წუთას. არ დამავიწყდება, ისე გამახარა ამ ნათქვამმა, ლევანს მოლდოვური ბორშჩი გავუკეთე .."



image



როგორც იცით, ლევან აბაშიძე 29 წლის იყო, ზემო ეშერასთან რომ დაიღუპა. აფხაზეთთან ერთად დაკარგული თაობა მთელმა ერმა დაიტირა... იგი ყველას მეხიერებაში დარჩა ძალიან ახალგაზრდა ნიჭიერ და სიმპათიურ მსახიობად.



3
2558
10-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
2558
  
2018, 12 აგვისტო, 23:38
ამ კაცზე ეშხიანი ქართველი კაცი მე ჯერ არ მეგულებააა
2018, 16 მაისი, 18:14
ჟერარ ფილიპს მაგონებდა ეს ბიჭი. მაგრად მწყდება გული.
2017, 8 დეკემბერი, 23:19
თითქოს ერთი შეხედვით ლამაზი არაა ლაივში, მაგრამ რაღაც შეუდარებელი შარმი აქვს ამ ქალს.
0 1 3