x
მეტი
  • 16.12.2017
  • სტატია:72000
  • ვიდეო:325187
  • სურათი:427359
"ღვინის დიდი ენციკლოპედია" სპეციალურ ფასად უკვე ხელმისაწვდომია!

ცოტა ხნის წინ "პალიტრამედიის" მონაწილეობით ჩატარებული ღვინის ფესტივალი დიდ და დაუვიწყარ ზეიმად იქცა. ფესტი­ვალის მსვლელობისას სტარტი აიღო allwine.ge-ს პროექტმა - "10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ!" საუკეთესო ღვინის ათეულის გამოსავლენად, სახალხო კონკურსში მთელი საქართველო იყო ჩართული.

კიდევ ერთი პროექტი, რომელიც ღვინის პოპულარიზაციას უწყობს ხელს, არის სასაჩუქრე გამოცემა - "ღვინის დიდი ენციკლოპედია". ეს წიგნი, მრავალათასიანი ტირაჟით, "პალიტრა L"-მა პირველად 2016 წელს გამოსცა და 2017 წლის სექტემბერში ტირაჟი გაიმეორა. ამჯერად კი, მკითხველის თხოვნით, "ღვინის დიდი ენციკლოპედია 2 ტომად გამოიცა. ორ ტომეული უკვე ხელმისაწვდომია წიგნის მაღაზიებში და მისი ყიდვა ნებისმიერ მსურველს ხელმისაწვდომ ფასად შეუძლია.




image


ამ გამოცემის აუცილებლობასა და სხვა საინტერესო დეტალებზე "პალიტრა L"-ის დირექტორი თინა ასათიანი გვესაუბრება:

- 2016 წელს გამომცემლობა "პალიტრა L"-მა გამოსცა "ღვინის დიდი ენციკლ­ოპედია". ეს გამოცემა წარმოადგენს დიდი და ცნობილი ფრანგული გამომცემლობა "ლა რუსის" პროექტს. "ღვინის დიდი ენციკლ­ოპედია" ევროპის ბაზარზე ძალიან პოპულარულია. ჩვენ კი ქართველ მკითხველსაც მივეცით მისი გაცნობის საშუალება და 2016 წლის ოქტომბერში გამოვეცით.

რაც შეეხება წიგნის შინაარსს, ის პირობ­ითად 2 მთავარ ნაწილად შეიძლება დავყოთ. პირველ ნაწილში ვაზისა­ და ღვინის, მისი შენახვისა და დეგუსტაციის შესახებ მოგითხრობთ. მეორე ნაწილში კი წარმოდგენილია ის ღვინის მწარმოებელი­ ქვეყნები, რომელთაც მსოფლიო ბაზარზე მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ. ამ ქვეყნებს შორის არის საქართველოც. ამიტომ, ბუნებრივია, საქართველოს, როგორც ღვინისა და ვაზის აკვანს, თავისი ადგილი უჭირავს ამ გამოცემაში.

გამოცემიდან 8 თვეში "ღვინის დიდი ენციკლოპედიის" სრული ტირაჟი (3 500 ცალი) გაიყიდა, მიუხედავად იმისა, რომ წიგნის ფასი საკმაოდ მაღალი - 130 ლარია. შესაბამისად, გადავწყვიტეთ, ახალი ტირაჟი დაგვებეჭდა, რომელიც ახლახან, სექტემბრის თვიდან გახდა ხელმისაწვდომი ბაზარზე და ისევ წარმატებით იყიდება. ამის მიუხედავად, "პალიტრა L"-ში ხშირად შემოდიოდა მომხმარებელთა ზარები, წერილები. გვთხოვდნენ, ეს წიგნი როგორმე მეტად ხელმისაწვდომი გაგვეხადა - მოგვეწყო დიდი ფასდაკლება, ან ამისთვის მოგვეფიქრებინა რაღაც ახალი გზა... მომხმარებლის სურვილი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, ამიტომ გადავწყვიტეთ, ცარცირებული ქაღალდი შეგვეცვალა ასევე მაღალი ხარისხის საწიგნე ქაღალდით. რაც მთავარია, ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ დავარწმუნეთ ფრანგი გამომცემლები, რომ მოეცათ ჩვენთვის, დამოუკიდებლად, ჩვენ მიერ შერჩეულ სტამბაში დაბეჭდვის უფლება. ამის შემდეგ მოეწყო საერთაშორისო ტენდერი ბეჭდვაზე და აი, შედეგიც! 130-ლარიანი წიგნის მიწოდება ქართველი მკითხველისთვის 47 ლარად მოვახერხეთ! წიგნს შევუცვალეთ დიზაინიც. "ღვინის დიდი ენციკლოპედიის" ახალ გამოცემას, რომელიც მომხმარებელთა­ თხოვნით მოვამზადეთ, მოოქრული გვერდები აქვს.

- საინტერესოა, შეღავათიან­ ფასად თუ არის შესაძლებელი მისი შეძენა?
- სწორედ ხელმისაწვდომობის მიზ­­ნით, ­ მომხმარებელს საშუალება მივეცით, ­ წიგნის შესაძენად ბიუჯეტი 2 თვეზე­ გადაენაწილებინა და ამიტომაც წიგნი 2 ნაწილად დავყავით. "ღვინის­ დიდი ენციკლოპედიის" პირველი ტომი 4 დეკემბერს გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად გაიყიდა და მისი შეძენა გაზეთის მკითხველისთვის 25 ლარად შეეძლო­. მეორე ტომს კი 1-ლი იანვრიდან მიიღებს მკითხველი და მისი რეალიზაცია "კვირის პალიტრასთან" ერთად ისევ 25 ლარი იქნება.

ვფიქრობთ, მომხმარებლის თხოვნა აბსოლუტურად გავითვალისწინეთ და მათი სურვილი დავაკმაყოფილეთ. "პალიტრა L"-ის ერთგული მკითხველისთვის სასურველი წიგნის - "ღვინის დიდი ენციკლოპედიის" შეძენა უკვე ქვეყნის ყველა წერტილში ხელმისაწვდომი და შესაძლებელია როგორც ფასით, ასევე რაოდენობით.

ეკა სალაღაია



0
144
5-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
144
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0