x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ავტომობილების მოპარვის ახალი საფრთხე– გაფრთხილდით!
თუ ფიქრობთ, რომ თქვენი ავტომობილის მოსაპარად ვინმეს მაღალტექნოლოგიური გეგმა ან ძალები ჭირდება, ძალიან ცდებით. მრავალი სტატია დაიდო ახალ–ახალი ხრიკების შესახებ, სადაც ავტომობილების მარტივი გზით მოპარვის შესახებ გვატყობინებდნენ, თუმცა კრიმინალურმა პირებმა შეიმუშავეს "კიდევ ერთი" მარტივი გეგმა ავტომობილის სწრაფად მოპარვის მიზნით, რაშიც მხოლოდ პლასტმასის ბოთლს გამოიყენებენ.


image


ალბათ გაოცდით, მაგრამ დიახ, მხოლოდ ერთი პლასტმასის ბოთლი! დეტალებზე გვესაუბრება Porque no se me ocurrio.



image



პოლიციის რჩევა–განმარტებით, ქურდი წინასწარ დებს ერთ–ერთი უკანა საბურავის შიგნით პლასტმასის ცარიელ ბოთლს. როდესაც მძღოლი ჯდება ავტომობილში, რთავს ძრავს და იწყებს მოძრაობას, გამოიყოფა გაურკვეველი და უცნაური ხმები. ბუნებრივია, რომ დაბნეული მძღოლი დაამუხრუჭებს, გადმოვა ავტომობილიდან და დაიწყებს მანქანის ირგვლივ ხმაურის "წყაროს" ძიებას. არსებული სიტუაციით კი სარგებლობს ახლოს ჩასაფრებული ქურდი, ჯდება ავტომობილში და იტაცებს მას.



image


ავტომობილის გატაცების მსგავსი არაერთი ფაქტი დაფიქსირდა, სწორედ ამიტომ მოგვიწოდებენ სამართალდამცავები მეტი სიფრთხილისკენ, რომ აუცილებლად მოვახდინოთ ავტომობილის ვიზუალური დათვალიერება მანამ, სანამ ჩავჯდებით და ძრავს ჩავრთავთ.


ვინც აქამდე არ იცოდით, ავტომობილების მოპარვის მოძველებული ვერსიებია– ბამპერში ლუდის ან წვენის თუნუქის ქილების ჩადება (ჩამოკიდება), რაც იწვევს გაურკვეველ ხმაურს; ასევე საქარე მინაზე პერანგის დადება; უკანა მინაზე ქაღალდების დადება ცუდი ხილვადობის შესაქმნელად და სხვა.


საფრთხის თავიდან აცილების მიზნით ავტომობილი გააჩერეთ მხოლოდ ხალხმრავალ ადგილას, თუმცა უჩვეულო შემთხვევების დროს, ნუ დატოვებთ კარს ღიას და გასაღებიც თან იქონიეთ. მშვიდობას გისურვებთ!





იხილეთ აგრეთვე:


ავტომობილების გატაცების ახალი ხერხი. მძღოლებო იფრთხილეთ!image





როგორ გავარკვიოთ ბენზინგასამართ სადგურზევე- ხარისხიანია თუ არა საწვავი?image





ამ შეცდომას დედები ხშირად უშვებენ საჭესთან– თუ შენ მძღოლი დედა ხარ, ეს აუცილებლად უნდა იცოდე!image





როგორ გავწმინდოთ ავტომობილის სავარძლები მარტივად. ამის ცოდნის შემდეგ ქიმწმენდა აღარ დაგჭირდებათimage





რა დროს უნდა დაჯდეთ ნასვამი საჭესთან- მძღოლებო გაითვალისწინეთ!image





რატომ და როგორ უნდა "გავახუროთ" ავტომობილის ძრავი ყინვაში?image





როგორ გადავრჩეთ ცოცხალი თუ ავტომობილით წყალში გადავვარდითimage





ეს ყველა მძღოლმა უნდა იცოდეს!image





ამის ცოდნა ყველა მძღოლისთვის სავალდებულოა! ყველაფერი საბურავების შესახებimage





როგორ გავხსნათ ავტომობილის კარი გასაღების გარეშე 10 წამში, თუ კი ის ჩაგვეკეტა?image





8 ნივთი, რომელიც აუცილებლად უნდა გქონდეთ ავტომობილში!image





როგორ შევარჩიოთ ტრანსპორტში უსაფრთხო ადგილი? ეს ყველამ უნდა იცოდეთ!image


3
2403
18-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
2403
  
2017, 7 დეკემბერი, 11:47
არავის უნდა ჩემს ავტომობილს გავატან:)
0 1 3