x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ჟურნალმა Time-მა "წლის ადამიანი" დაასახელა
image

ამერიკულმა ჟურნალმა Time -მა 2017 წლის ადამიანი დაასახელა, თუმცა წელს წლის ადამიანად დასახელდნენ ის ქალები, რომლებმაც ხმა ამოიღეს და სექსუალურ ძალადობაზე ალაპარაკდნენ, მეორე ადგილი წილად ხვდა აშშ-ს პრეზიდენტს დონალდ ტრამპს, ხოლო მესამე ჩინეთის პრეზიდენტს და ჩინეთის კომუნისტური პარტიის გენერალურ მდივანს სი ძინპინს.


Time -ამერიკული ყოველკვირეული სოციალურ-პოლიტიკური ჟურნალი. დაარსდა 1923 წელს, გამოიცემა ნიუ-იორგში კორპორაცია Time Inc ის მიერ (2017 წლის ნოემბერში გამოცხადდა, რომ ამერიკული კომპანია "მერიდიტ კორპორაცია" შეიძენს.)

გარდა ამერიკულისა, გამოიცემა ევროპაში (Time Europe), ჟურნალი ასევე გავრცელდა ახლო აღმოსავლეთში და აფრიკაში, არსებობს აზიური (Time Asia) და წყნარი ოკეანის (Time South Pacific) გამოცემა. 2017 წლის ივნისისთვის მთლიანი ტირაჟი 3, 028 მლნ ეგზემპლარი იყო.


ჟურნალ Time-მა "წლის ადამიანის " დასახელება 1927 წლიდან დაიწყო, თუმცა მოგვიანებით შეიძლებოდა დასახლებულიყო ჯგუფი, იდეა თუ ობიექტი, რომელიც წლის მოვლენებში მონაწილეობდა.

image

1927 წლის ადამიანი იყო ჩარლზ ლინდბერგი პირველი და ყველაზე ახალგაზრდა წლის ადამიანი, მფრინავი, რომელმაც პირველმა გადაუფრინა ატლანტის ოკეანეს,

მას შემდეგ ჟურნალი ყოველწლიურად ასახელებს წლის ადამიანებს, რომელთა შორის იყვნენ თვით ჰიტლერიც(1938), სტალინი(1939 და 1942), უნგრული წინააღმდეგობა(1956), რონალდ რეიგანი(1980 და 1983), კომპიუტერი(1982)გარემოს დაცვა(1988) და ვლადიმერ პუტინიც(2007) ა.შ.

2016 წელს წლის ადამიანად დასახელდა დონალდ ტრამპი.

0
28
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
28
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0