x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
თაღლითმა ცუკერმანმა რუსეთის შსს–ს ანგარიშიდან მოხსნა 215 მილიონი რუბლი, რომელიც ამოღებულ იქნა სექტის ხელმძღვანელის ბინიდან

image 59-წლის მოსკოვის ოლქის მცხოვრებმა, ფეისბუქის დამაარსებლის მოგვარემ–იური ცუკერმანმა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს "მოპარა" 215 მილიონი რუსული რუბლი. აღნიშნული თანხა ამოღებულ იქნა რუსეთში მოქმედეი სექტის ლიდერის ანდრეი პოპოვის სახლიდან, რომელიც ცნობილია "ღმერთი კუზიას" მეტსახელით. ცუკერმანმა მეუღლის დახმარებით შეადგინა საბუთები, რომელიც ადასტურებდა, რომ სექტის ხელმძღვანელს "ღმერთ კუზიას" ჰქონდა ცუკერმანის ვალი 215 მილიონი რუსული რუბლი, რომელიც თითქოს ცუკერმანმა ასესხა მეუღლის თხოვნით სექტის ლიდერს სექტის საქმიანობის განვრცობისათვის. ცუკერმანის მეუღლე ჟანა ფროლუშკინა სექტის ლიდერის მთავარი თანაშემწე იყო და ხელი მიუწვდებოდა სექტის ლიდერის დოკუმენტაციაზე, რაც მეუღლის თხოვნით გამოიყენა კიდეც. როგორც კი რუსეთის ძალოვანმა უწყებამ სექტის ლიდერი და მისი მთავარი თანაშემწე დააკავა უკანონო საქმიანობისათვის და თაღლითური ხერხით მოქალაქებისაგან შესაწირის სახით უზარმაზარი თანხის მიღებისათვის, ცუკერმანმა დრო იხელთა და სასამართლოში იჩივლა მოტივით–ფული მე მეკუთვნის და სექტის ლიდერი არ მიბრუნებდაო, თან წარადგინა მისი და მისი ცოლის მიერ გაყალბებული სექტის ლიდერის დოკუმენტები, სადაც ჩაწერილი იყო, რომ სექტის ლიდერ პოპოვს ცუკერმანის 215 მილიონი რუბლი ემართა.
მოსამართლემ აღნიშნულ დოკუმენტებზე დაყრდნობით გამოიტანა განაჩენი: ცუკერმანისათვის დაებრუნებინათ მოსკოვის ცენტრალურ ბანკში შინაგან საქმეთა სამინისტროს საცავიდან ამოეღოთ აღნიშნული თანხა და გადაეცათ მისი "კანონიერი მფლობელისათვის" ანუ ცუკერმანისათვის.
რამდენიმე თვე თაღლითი ცუკერმანი ცხოვრობდა ფუფუნებაში, იყიდა ფეშენებელური სახლი, იცვლიდა ძვირადღირებულ მანქანებს, მაგრამ როგორც კი გახდა ცნობილი, რომ ცუკერმანმა საბუთები გააყალბა ყოფილ ცოლთან ერთად, მასზე გამოცხადდა ძებნა. ცუკერმანმა როგორღაც მოახერხა და ისრაელში გაიქცა. ცუკერმანზე გამოცხადებულია ფედერალური ძებნა, რაც სასაცილოდ მიმაჩნია, კაცი ისრაელშია და რუსი ძალოვნები მას რუსეთის ფედერაციაში ეძებენ.
რუსეთსა და ისრაელს შორის არაა გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის ძალითაც ერთი ან მეორე ქვეყანა ძებნილს დააბრუნებდა ქვეყანაში, სადაც მასზე ძებნაა გამოცხადებული.
ცუკერმანი ისრაელშიც განცხრომით ცხოვრობს, ხოლო მოსამართლე რომელმაც გამოიტანა განჩინება ცუკერმანისათვის დაებრუნებინათ ფული, მოხსნილია სისტემიდან.

0
165
11-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
165
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0