x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
თუ ამ პარამეტრებს აკმაყოფილებთ- გილოცავთ! იდეალური ფეხები გაქვთ!
image

კაცობრიობის ისტორიაში ყოველ ეპოქას სილამაზის საკუთარი კრიტერიუმები ჰქონდა: ფასობდნენ როგორც ძლიერი, ნავარჯიშევი სხეულის მქონე ქალები, ისე ხორცსავსე და ფერმიხდილი, ნაზი ბანოვანები...

ქალის ფეხების სილამაზის განმსაზღვრელი პარამეტრებიც ეპოქისა და სოციუმის შესაბამისად იცვლებოდა, მაგალითად, გლეხის ქალს ძლიერი ფეხები უნდა ჰქონოდა და თავადაც მაგარი და მკვრივი აგებულების უნდა ყოფილიყო, რომ შრომა შესძლებოდა და ბევრი შვილი გაეჩინა.

თანამედროვე სამყარო უფრო მომთხოვნი გახდა ქალის სხეულის პროპორციების მიმართ. ქალის ფეხების სილამაზის განმსაზღვრელი მთავარი კრიტერიუმია-სწორი ფორმა. იდეალურ ფეხებს 4 “ღრიჭო " უნდა ჰქონდეთ. თუ სწორად დადგებით და ფეხებს შეატყუპებთ, მათ შორის 4 ადგილას უნდა დარჩეს სიცარიელე: პირველი-ტერფებსა და კოჭებს შორის, მეორე-კოჭებს ზემოთ, მესამე-მუხლებს ქვემოთ და მეოთხე-თეძოებს შორის.


შემდეგი პარამეტრია -მუხლის ფორმა, რომელიც მრგვალი უნდა იყოს. არც მასზე, მის ზემოთ და არც მის ქვემოთ “ტომრები არ უნდა იყოს". მუხლი სარკეში უნდა შეაფასოთ და არა ზემოდან დახედვით. თუ ფეხს მუხლის სახსარში ოდნავ მოხრით და სარკეში მუხლის ანარეკლს შეხედავთ.იდეალური ფეხების პატრონი ადვილად გაარჩევს მუხლზე “ბავშვის სახეს" მთელი ატრიბუტებით: თვალებით, ლოყებით და ა.შ.

ფეხის უკანა მხარეს, მუხლის ქვეშ კი პატარა ჩაღრმავება უნდა იყოს, რომელსაც მამაკაცები ფრიად მიმზიდველად თვლიან.

ქალის ფეხების კიდევ ერთი ღირსებაა-კოჭი, რომელიც მეტისმეტად დაძარღვული არ უნდა იყოს, მაგრამ მასზე მყესი უნდა იკვეთებოდეს.

წვივებს რაც შეეხება-ისინი პროპორციული, მკვრივი და მომრგვალებული უნდა იყოს. ნავარჯიშევი და კუნთებამომჯდარი წვივი ისეთივე უსიამოვნოა, როგორც მოშვებული, თონთლო წვივი. ლამაზი წვივების ერთერთი პარამეტრია -აქილევსის მყესი, რომელიც ნაზი, დახვეწილი და რელიეფური ფორმის უნდა იყოს, ორივე მხარეს ჩაღრმავებებით.

თეძოების იდეალური ფორმა-სწორედ ამის მისაღწევად ღვრიან ქალები ოფლს სპორტდარბაზებსა თუ ფიტნეს კლუბებში.

თუ ბარძაყებს ვიზუალურად სამ ნაწილად დავყოფთ, მაშინ ყველაზე ფართო ნაწილი ზემოთ უნდა იყოს მოქცეული და ე.წ. “ღრიჭო" ბარძაყებს შორის, სწორედ ამ ზედა ნაწილებს შორის უნდა იყოს. პროფილში ბარძაყები თითისტარს უნდა გავდეს-ანუ, ზედა ნაწილში და მუხლებთან ახლოს რამდენადმე ვიწრო უნდა იყოს და შუა ნაწილში კი ოდნავ ფართოვდებოდეს.

და ყველაზე მთავარი- ფეხები პროპორციულად უნდა ეხამებოდნენ სხეულს. არსებობს ამის განმსაზღვრელი სტანდარტიც:

imageქალის იდეალური ფეხების მიმართ არსებული მოთხოვნების და პარამეტრების დაკმაყოფილება ყველა ქალს არ შეუძლია და ეს სწორიცაა. ბუნებას მრავალფეროვნება უყვარს, ამიტომ შეიყვარეთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ბუნებამ შექმნა. სხვა დანარჩენი და ეს პარამეტრებიც ადამიანების გამოგონილია. თუმცა, თუ თქვენი ფეხებით მაინც უკმაყოფილო ხართ, არსებობს მთელი რიგი კომპლექსური ვარჯიშები, რომელთა დახმარებითაც თქვენი ფეხების ფორმის კორექტირება შეიძლება. ფეხებს რათქმაუნდა ვერ დაიგრძელებთ (ამას მაღალქუსლიანი და სწორად შერჩეული ფეხსაცმლის და კაბის სიგრძის მეშვეობით მიაღწევთ, ვიზუალურად), მაგრამ ფორმის კორექტირებას და დახვეწას ნამდვილად შეძლებთ.

0
383
3-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
383
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0