x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134042
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ფოთის საკრებულოს წევრი მიშას დაკავების კადრების ყურებისას ცუდად გახდა
image

დღეს ფოთის საკრებულოს სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის"ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარე დარეჯან ცხვიტარია შეუძლოდ გახდა, ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ის გულის არითმიით ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.


როგორც მოგვიანებით დარეჯან ცხვიტარიამ „აიპრესთან“ განაცხადა, კიევში განვითარებულმა მოვლენებმა მის ჯამრთელობაზე ცუდად იმოქმედა:


"ტელევიზორში დავინახე მიხეილ სააკაშვილის აყვანის კადრები და ძალიან განვიცადე. მას ხალხი გვერდით დაუდგა ძალიან უსაზღვრო პროცენტით. უკრაინაში იმდენად მობეზრებული აქვთ ოლიგარქიული მმართველობა, რომ არაფერზე უკან არ იხევენ და კიდევ ერთხელ დავინახეთ ხალხის ძალას რა შეუძლია. ადამიანი რომელიც დაპატიმრებული ეჯდათ მიკროავტობუსში, მხარდამჭერებემა იქიდან გამოიყვანეს და მაედანზე მიტინგი ჩაატარეს.



რაც იქ მოხდა ჩვენი და უკრაინის ხელისუფლების ერთობლივი შეთანხმება იყო. ჩამობრძანებული გახლდათ მათი ოლიგარქი საქართველოში, შეხვდა ავადსახსენებელ ჩვენს ოლიგარქს და მოილაპარაკეს მიხეილ სააკაშვილის დაჭერა, მგრამ არ გამოუვიდათ და არც გამოუვათ", - განაცხადა დარეჯან ცხვიტარიამ.

0
220
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
220
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0