x
მეტი
  • 12.12.2017
  • სტატია:71846
  • ვიდეო:325011
  • სურათი:427179
შიში, ასტროლოგია და ბედის ცვლილება


image

იმის გასარკვევად, თუ რამდენად დიდი ადგილი უდნა ეკაოს ჩვენ ცხოვრებაში ასტროლოგიას, გავესაუბრე Astro loger - ს, რომელმაც ამომწურავად ისაუბრა მოცემულ საკითხზე.

ადამიანები ოდითგანვე ინტერესდებიან საკუთრი თავის და ბედის შეცნობით, რისთვისაც სხვადასხვა გზას ირჩევენ ირჩევენ. ასტროლოგია ადამიანს ეხმარება საკუთარი უნარების უკეთ შეცნობაში, სხვადასხვა ცხოვრებისეული პრობლემების უკეთ გააზრებასა და აღმოფხვრაში. ასტროლოგია არის ძალიან კარგი მეთოდი, იმისათვის რომ გრძელვადიან პერსპექტივაში დაგეგმო შენი ცხოვრება, საქმიანობა და გათვალო ყველა მოსალოდნელი გართულება თუ აღმასვლა.

ადამიანი თავისი ფიქრებით, სურვილებით, მისწრაფებებით, შიშებით და წარმოდგენებით ქმნის საკუთარ მომავალს. როგორც უკვე ვიცით სიტყვას არნახულად დიდი ძალა აქვს, მას შეუძლია ააშენოს და დაანგრიოს სამყარო, შესაბამისად ჩვენი განწყობის და აზრების მიხედვით ვქმნით ცხოვრებას.

image

ასტროლოგიის ნეგატიურ მხარეს წარმოადგენს, მუდმივად ისეთი ინფორმაციის მიწოდება ადამიანებისთვის, რაც მათში შიშს იწვევს, თრგუნავს მათ მისწრაფებებს. ასტროლოგია უფრო დიდი ფსიქოლოგიური იარაღია ვიდრე უბრალოდ ფსიქოლოგია, რადგან ის თავისთავში ითავსებს საკრალურ მნიშვნელობასაც და ერთგვარი გარდაუვალობის, მოცემულობის პარადიგმიდან გამოდის. ნეგატიური ინფორმაციის შემთხვევაში პიროვნების ფსიქიკა სერიოზულად იდაღება, რაც საბოლოო ჯამში ნეგატიურად აისახება მის ქვეცნობიერზე და შედგომ ქცევებზე.

ჩვენ ხშირად გვსმენია საშინელი დამანგრეველი მითები ეგრედწოდებული „ლილიტის“ და „სატურნის“ შესახებ. თქვენ ხშირად გაიგონებდით ლილიტი მოძრაობს მშვილდში და ამიტომ მშვილდოსნებო თქვენთვის ეს წელი ნეგატიური და უარყოითი მოვლენებით იქნება სავსე და არაერთ ასტროლოგის რჩევას მოისმენთ, რომ ახალი საქმეები არ წამოიწყოთ, რადგან არ გაგიმართლებთ.

image

წარმოიდგინეთ ყველა ადამიანს პირად რუკაში აქვს თორმეტი სახლი და თორმეტი ნიშანი. სატურნიც და ლილიტიც ჩვეულებრივ გადის ამ სახლებს. თუ ჩვენ ლილტის და სატურნის საშინელებებს ვირწმუნებთ, რასაც ფსევდო ასტროლოგები და მათი მიმდევრები უზიარებენ საზოგადოებას, მაშინ მთელი ე.ი განურჩევლად ყველას ამ ასტროლოგიური მდებაორებოთ საშინელი და წარმატებელი პერიოდი ექნება, რადგან რუკა წრიულია და სანამ ადამიანი არ გადის დროებით თავისი არსიდან მანამ მუშაობს, ზოგიერთი მოსაზრებით გარდაცვალების შემდეგაც. ასეთ პირობებში ადამიანი მიჯაჭვულია ნეგატიურ ინფორმაციას და შესაბამსიად ბლოკავს დადებით ენერგიებს, რაც წარუმატებლობას და გაუმართლებლბას იწვევს.

image


ასტროლოგია და ასტროლოგობა არ არის შიშის იარაღი, ისევე როგორც მოძღვარი ვერ გახდება ადამიანი თუ მას არ აქვს შესაბამისი სულიერი სამყარო და შესაბამისი კოსმოპარამეტრები, ასევე ვერ გახდება ასტროლოგიც. ფსევდო მოძღვარს და ასტროლოგს ორივეს შეუძლია მოახდინონ საკუთარი სიტყვებით ადამიანის ბედის და ცხოვრების ცვლილება და მათ გამოუსწორებელი დაღი დაასვან!

ამიტომ კარგად დაფიქრდით ნებისმიერ ინფორმაციაზე ღირს თუ არა მისი მიღება და რას შეცვლის თქვენ ცხოვრებაში კარგისკენ ან ცუდისკენ!


წყარო Astro loger


0
76
6-ს მოსწონს
ავტორი:ellen murani
ellen murani
76
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0