x
მეტი
  • 24.09.2019
  • სტატია:94870
  • ვიდეო:342701
  • სურათი:457030
დედის ცემის ფაქტზე ოზურგეთში 38 წლის მამაკაცი დააკავეს

image

სამართალდამცავებმა ოზურგეთში ოჯახში ძალადობის ბრალდებით 38 წლის მამაკაცი დააკავეს. შს სამინისტროს ცნობით გამოძიებამ დაადგინა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა ოჯახის არასრულწლოვანი წევრის თანდასწრებით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა 66 წლის დედას, რომელმაც მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინა.
„ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა საკუთარ დედას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა წარსულშიც რამდენჯერმე მიაყენა. დაკავებული ჩადენილს აღიარებს“, - აცხადებენ შს სამინისტროში.
მომხდარზე გამოძიება ოჯახის ერთი წევრის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის და სისტემატური შეურაცხყოფის ფაქტზე მიმდინარეობს.
შს სამინისტროს სტატისტიკური მონაცმებით, 2017 წელს გურიაში ოჯახში ძალადობის 48 შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც სისხლისსამართლებრივი დევნა 41 შემთხვევაში დაიწყო.
0
35
2-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
35
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0