x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134330
  • ვიდეო:352432
  • სურათი:508412
სააკაშვილი სამართალდამცავებისგან მისმა მხარდამჭერებმა დაიხსნეს (+ვიდეო)

image
როგორც ცნობილია, საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკრაინის დედაქალაქში სამართალდამცავებმა დღეს დილით დააკავეს.მიხეილ სააკაშვილი სამი საათის განმავლობაში იმყოფებოდა სამართალდამცავების მიკროავტობუსში, რომლის გადაადგილებას ხელს ვიცე-პრეზიდენტის მხარდამჭერები უშლიდნენ.მათ გზა გადაკეტეს საკუთარი ავტომობილებით და მოახდინეს სამართალდამცავების შეჩერება.ამ წუთებში კი ცნობილი გახდა, რომ უკრაინელმა მოქალაქეებმა სამართალდამცავების კუთვნილი ავტომობილიდან დაიხსნეს მიხეილ სააკაშვილი.მათ ჩაამტვრიეს მიკროავტობუსის უკანა მინა და სწორედ იქიდან გამოიყვანეს ოდესის ყოფილი გუბერნატორი.

სამართალდამცავებისგან თავის დაღწევის შემდეგ, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა იქ შეკრებილ ხალხს მიმართა და მოუწოდა, რომ იბრძოლონ ბოლომდე, არ შეეშინდეთ და არ დაუთმონ თავიანთი სამშობლო უკრაინის კორუმპირებულ ხელისუფლებას. “ჩემი სიცოცხლე, თქვენი სიცოცხლეა"- განაცხადა მიხეილ საააკაშვილმა და ხალხს მოუწოდა გაჰყვნენ მას უკრაინის პარლამენტისაკენ, რათა მოახდინონ ხელისუფლების ინპიჩმენტი.


სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილი იმ სცენარის გამეორებას აპირებს, რამ მან 2003 წელს საქართველოში მოახდინა, როდესაც ქვეყნის მაშინდელი პრეზიდენტი, ედუარდ შევარდნაძე პარლამენტის შენობიდან გააქცია და საბოლოოდ ხელისუფლება შეცვალა.

0
197
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
197
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0