x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
უცნობი კადრები ცნობილი ფილმებიდან-ის,რაც ფილმში ვერ მოხვდა
image

ფილმი, რომელიც საათნახევარს, ორ საათს ან მეტხანს გრძელდება, სინამდვილეში ასობით საათის შრომას ითვლის. მრავალი კადრიდან, რომელიც გადაღების პროცესში იქმენა, საბოლოოდ ფილმი მონტაჟდება და სრულყოფილ სახეს იძენს, მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა ფილმში მმნიშვნელოვანი კადრი ვერ ხვდება ან გაურკვეველი მიზეზის გამო ჭრიან?

ამ ფილმებს ყველა იცნობს, ეს კადრები კი ჯერ არ გინახავთ, რადგან ისინი ფილმში ვერ მოხვდნენ. თავად ნახეთ და განსაჯეთ მოიგო ამით ფილმმა თუ წააგო

1.ტიტანიკი


image

ალბათ გახსოვთ ფილმის ბოლოს როგორ ეძებს როუზს თავისი საქმრო “კარპატიის" ბორტზე, გადარჩენილებს შორის. სამწუხაროდ, ფილმში ძალიან მნიშვნელოვანი ეპიზოდი ვერ მოხვდა, რომელშიც მთავარი გმირის და სხვა გადარჩენილების განცდები კარგად ჩანს. ასევე ჩანს, თუ როგორ ეძებს როუზს სასოწარკვეთილი დედა, რომელიც ფილმში საკმაოდ ცივ და ანგარებიან ქალადაა წარმოდგენილი


2.მეფე ლომი

imageმულტფილმში სიმბა ბავშვობის მეგობარ ნალას ჯუნგლებში ხვდება, რომელიც უამბობს, რომ მათ სამეფოში საკვები აღარ დარჩა და იძულებულია შორეულ მხარეს ინადიროს. მულტფილმის პირველ ვარიანტში კი ნალა ჯუნგლებში სკარს გამოექცა, რომელმაც მას დედოფლობა შესთავაზა.


3.ინდიანა ჯონსი: დაკარგული კიდობნის ძიებაში

ალბათ გახსოვთ მომენტი, როცა ნაცისტები კიდობანს გახსნიან, ინდიანა ჯონსი თვალებს ხუჭავს და მეგობარ ქალსაც უყვირის, რომ ასე მოიქცეს. სკრივიდან ამოსული სულები კი მათ გარდა ყველას დახოცავენ. მაგრამ საიდან იცოდა ინდიანა ჯონსმა, რა იყო სკივრში და რა გადაარჩენდა მათ? სცენაში, რომელიც ფილმში ვერ მოხვდა, ჯონსი და მისი მეგობარი სალლაჰი მოხუც იმამს ხვდებიან, რომელიც მათ გააფრთხილებს, რომ სკივრის გახსნა და მასში ჩახედვა არ შეიძლება.


4.ბრიუგეში ჩარჩენილები

imageროგორც ფილმშია, კენი, რეის ბრძანების საწინააღმდეგოდ, ჰარის ცოცხალს ტოვებს.და თუ მხოლოდ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ კენსა და ჰარის მეგობრობა აკავშირებთ, ამოჭრილი სცენა ეჭვს აღარ იწვევს:ამ სცენაში ჩანს, რომ პოლიციელი კენის ცოლს მოუკლავს, ჰარი კი მკვლელს გაუსწორდება და მისი მეგობრის მაგივრად იძიებს შურს.


5.ბეჭდების მბრძანებელი

imageწაშლილი სცენა ფარდას ხდის ძმებ ბორომირისა და ფარამირის მოტივაციას. ისინი მამის ზეწოლას განიცდიდნენ. ბორომირს შესაძლოა იმიტომაც უნდოდა ბეჭდის პოვნა, რომ მამის გული მოეგო და არა იმისთვის, რომ სამეფო გადაერჩინა. ყოველშემთხვევაში, ვიცით, რომ ბეჭედი სწორედ დენეტორს სჭირდებოდა.

0
282
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
282
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0