x
image
კატაპულტი
საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაკავებულია,კიევში არეულობაა
image
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დღეს დილით დააკავეს კიევში.ის საკუთარ საცხოვრებელ სახლში აიყვანეს.

უკრაინის სპეციალური დანიშნულების რაზმი სააკაშვილის სახლთან გამთენიისას გამოჩნდა, ჩვენი ქვეყნის მესამე პრეზიდენტი კორპუსის სახურავზე ავიდა და უკრაინელ ხალხს იქიდან მიმართა.მისი განცხადებით, ის არ აპირებს ქვეყნის ტერიტორიის დატოვებას და მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ იბრძოლონ თავიანთი სამშობლოსათვის და არ მისცენ კორუმპირებულ ხელისუფლებას, დაამხონ ქვეყანა.

მოგვიანებით, მიხეილ სააკაშვილის სახლთან დაიწყო მცირე შეტაკებები შეკრებილ მოსახლეობასა და სპეც-რაზმს შორის.მოქალაქეები სამართალდამცავებს შენობაში შესვლის შესაძლებლობას არ აძლევდნენ.საბოლოოდ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი აიყვანეს, შენობის გარეთ გამოიყვანეს და მიკროავტობუსში ჩასვეს, რომლითაც უნდა მომხდარიყო მისი ტრანსპორტირება, თუმცა შეკრებილმა მოსახლეობამ მანქანებით გზა ჩახერგა და მას გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ.მცირე შეტაკებები მოქალაქეებსა და სამართალდამცავებს შორის ამ წუთებშიც მიმდინარეობს.ხალხის რაოდენობა უფრო და უფრო იზრდება შემთხვევის ადგილზე.დაზიანებულია ავტომანქანები და მათ შორის მიკროავტობუსი, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, მას შუშა ჩაუმტვრიეს.უკრაინის პარლამენტში ოპოზიციური პარტიის მოთხოვნით შეწყდა სხდომა.

სააკაშვილს სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებენ.


ჯერ-ჯერობით უცნობია, მოახდენს თუ არა უკრაინის ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირებას.


0
186
1-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
186
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0