x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134368
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508440
 დგას საქართველოს პატარა სოფელში ევროპული დონის ქარხანა
ნაბეღლავის ახლ ქარხანაში რომ იტყვიან ჩიტიც ვერ შეფრინდება, მაგრამ მე გამიმართლა. სამსახურის გამო პერიოდულად მიწევდა ჩასვლა ქარხნის მშენებლობაზე. ახლა კი ქარხნის გახნის შემდეგ პირველად ვიყავი. მინდა შთაბეჭდილებები გაგიზიაროთ. ნუ დამძრახავთ, ჩემი პაპარაცული ფოტოების ხარისხის გამო.


image


ახალი ქარხანა ძველი ქარხნიდან ქვემოთ, ფაქტიურად მდინარის კალაპოტში აშენდა. გუბაზოული არტახებით შეკრეს, ახალი ხიდი გაკეთდა და ახლა ქარხანას ორი შესასვლელი აქვს. ტერიტორიაზე მოხვედრა დაცვის გარეშე შეუძლებელია. თანამშრომლებს სპეციალური ელექტრო ბარათები ეძლევათ, რომლის გამოყენებითაც ხვდებიან როგორც შენობაში, ასევე ცალკეულ საამქროებში.

პირველი რაც თვალში მოგხვდებათ, ეს სისუფთავეა. შენობაში შსვლისთანავე სპეციალურ ჯაგრისებიან მოწყობილობაზე უნდა გადაიაროთ, რომელიც ფეხსაცმელებს გაგიწმინდავთ. შემდეგ ხელსაბანის ჯერია.



image

image

image



სასადილო და სამზარეულო

სასადილოსა და დასუფთავების მენეჯერი გალინა ვასილევა ასპინძიდანაა. მისი ფირმა (ანკარა კატერინ გი) ადრე მშენებლებს ემსახურებოდა ახლა უკვე ნაბეღლავის თანამშრომლებს. გუნდში 22 თანამშრომელია. ყოველდღიურად 100 – 120 კაცს ემსახურებიან. კვება სამჯერადია. უნდა ავღნიშნო, რომ საკმაოდ გემრიელი ხალხია და გემრიელ საჭმელებსაც ამზადებენ. შეიძლება დეტალია, მაგრამ მმარხველებისთვის, თუნდაც ერთი კაცი ყოფილიყო, ყოველთვის ჰქონდათ სამარხო კერძი.


image

image

image

image




image

გალინა ვასილევა.


საწყობი

10 მეტრის სიმაღლის ქარხნის საწყობი ფართობით ბარსელონას საფეხბურთო მოედანს აღემატება. აქ უზარმაზარ თაროებზე გასაგზავნად გამზადებული პროდუქციაა განლაგებული. საწყობიდან ერთდროულად 4 მანქანის დატვირთვა და გადმოტვირთვაა შესაძლებელი.

image

image


image


image

image


image



ცალკე აღნიშვნის ღირსია აქ მომუშავე ელექტროდამტვირთველის მძღოლები. ისეთი სისწრაფით დააქროლებენ თავიანთ მანქანებს გურული მოჯირითეები გაგახსენდებათ, ამერიკა რომ გააკვირვეს


image

image


image

image



ჩამოსასხმელი საამქრო

ჩამოსასხმელი საამქრო საწყობის თავზეა და მას ლიფტებით უკავშირდება. აქ თავი საოპერაციოში გეგონებათ. ყველასთვის სავალდებულოა ერთჯერადი ქუდები, შემოსვლის წინ ხელებს სპეციალური ხსნარით იმუშავებენ. ვისაც დანადგარების ხმაური აწუხებს, შეუძლია ყურსაცამელებიც გაიკეთოს. ხსნარიც, ყურსაცმიც და ერთჯერადი ქუდებიც საამქროს შესასვლელ კართანაა.


image



image

image

image

ტერეზი კალანდაძე


image

image

გიორგი ლომთაძე


image

image


image



image

image

მალე დანადგარები ამუშავდება


image

image

აკუმულატორის გამოცვლა


image

შეფუთული პროდუქცია ლიფტში შევიდა, აქედან ის საწყობში ჩაეშვება.


image


image


image


image


აივანი მწეველთათვის



image


ირმა ყოლბაია აფხაზეთიდან დევნილია. სოფელ ხევში გათხოვდა. მეუღლე უჩა მამალაძეც აქ მუშაობს, ოპერატორია.



image


ლელა ქორიძე და ნატო კოროშინაძე



image


ანტონ ბელენკო ლუგანსკიდანაა. საქართველოში დაოჯახდა და წელს ვაჟის მამაც გახდა.



image


აბიბა შამილოვი საგარეჯოდანაა, სოფელ გომბორიდან. მშენებლობის დაწყებიდან აქაა. მისი ფირმა (სინერგი) უკვე სხვა ობიექტზე გადავიდა. მალე აბიბაც დატოვებს ნაბეღლავს.



image


იზოლდა კვაჭანტირაძე



image


ქარხნის ძველ შესასვლელთან, სკვერში, უფასო მინერალური წყალი იყო მსურველთათვის, ზაფხულში დიდი რიგები იდგა. უკვე სკვერის მოწესრიგება დაუწყიათ. წყალი კი ღილაკზე თითის დაჭერით მოდის ორი ონკანიდან.



ეზო

ეზოში შსასვლელი, ავტოსადგომი, ქარხანასთან მისასვლელი ბეტონის საფარითაა დაფარული. ახალი ხიდი ყვავილებითაა შემკული, გაკეთებულია გაზონები და დეკორატიული მცენარეების გამწვანება.



image


image

ერთდროულად 4 მანქანის დატვირთვა–გადმოტვირთვა შეიძლება


image

image

image

image

image
წყაროსთან



image


ველოსადგომი ევროპულ სტილში, თუმცა ჯერჯერობით აქაურები ველოსიპედებს არ სწყალობენ. მათ ქარხნის ავტობუსი ემსახურებათ.



image


ეზოში, მდინარის პირას ადგილი სკებისთვისაც გამოინახა.



image


სახურავზე


image

ძველი ქარხნის შენობები



image

მოგეხსენებათ ადრე ნაბეღლავი კურორტი იყო. აქ მინერალური წყლების აბაზანებსაც ღებულობდნენ, როგორც ამ ფოტოზეა.



image


დგას საქართველოს პატარა სოფელში ევროპული დონის ქარხანა . . .

0
580
2-ს მოსწონს
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
580
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0