x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134344
  • ვიდეო:352380
  • სურათი:508424
მარიხუანას დეკრიმინალიზაცია – კანონი მოსახლეობის 3 პროცენტისთვის, თუ საფრთხე ერისთვის

სტატისტიკის თანახმად, თქვენ ან ვინმეს, თქვენი წრიდან, ცხოვრებაში თუნდაც ერთხელ, გამოუყენებია მარიხუანა, როგორც ნარკოტიკული საშუალება. დღეს, როდესაც ის უკვე დეკრიმინილიზირებულია


image

და მან საკუთარი ადგილი დაიკავა იმ ქვეყნების სიაში, რომლებშიც მარიხუანა ლეგალური ან ნაწილობრივ ლეგალურია, აუცილებლად

imageუნდა ვიცოდეთ, რომ მისი ხშირი და სისტემატიური მოხმარების შემთხვევაში, ადამიანი მასზე დამოკიდებული ხდება და დროთა განმავლობაში, ის იწვევს:

I. პანიკური შიშის შეტევას, აკვიატებულ აზრების და ყურადღების გაძლიერებას გარემო დეტალების მიმართ (ანუ მოქმედებს ადამიანის ფსიკიქურ მდგომარეობაზე). მედიკოსებმა დაადგინეს, რომ მანქანის საჭესთან დაჯდომამდე, 3 საათით ადრე მარიხუანას მოხმარება, ავარიაში მოხვედრის შანს 2-ჯერ ზრდის (ყველანაირი ავარია სამწუხაროა, მაგრამ ორმაგად სამწუხაროა, თუ ამ ავარიის დროს, ადამიანი დაზარალდება, რომელიც ნარკოტიკს არ მოიხმარს);

II. ხანმოკლე მეხსიერების დაქვეითებას და მეტყველების პრობლემებს;

III. დღეში 5 ცალი მოწეული «კასიაკი» IQ დაწევას იწვევს;

IV. ფეხმძიმე ქალის მიერ მარიხუანას მოხმარება, ნაყოფის განვითარების შენელებას იწვევს, არღვევს მისი ნერვული სისტემის განვითარებას, ხოლო მამრობითი სქესის ბავშვებში, რეპროდუქციის ფუნქციის შემცირებასას;

V. მამაკაცებს, რომლებიც მარიხუანას რეგულარულად მოიხმარენ, უმცირდებათ ტესტოსტერონის დონე და სპერმატოზოიდების აქტივობა, რაც თავის მხრივ, კვერცხუჯრედის განაყოფიერებას შეუძლებელს ხდის;

VI. მარიხუანას ყოველ მეათე მომხმარებელში, იწვევს ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ დამოკიდებულებას.

VII. თავის ტკივილს, რომელიც თვეების მანძილზე, შეუჩერებლად გაგრძელდება. ხასიათის მიხედვით, ეს ტკივილი ძალიან ჰგავს შაკიკს. მისი ინტენსივობა ხან იზრდება, ხან მცირდება.

VIII. ძლიერ ოფლიანობას, რომელიც ღამის საათებში ძლიერდება. ორგანიზმიდან ოფლი წყალივით მოედინება. თეთრეული მთლიანდა სველდება და ოფლს საშინელი სუნი აქვს. ექიმები ამას იმით ხსნიან, რომ ორგანიზმი ცდილობს მავნე ნივთიერებისგან გათავისუფლებას და ის ტოქსინებს ოფლთან ერთად დევნის. ეს მდგომარეობა, შეიძლება, თვეების მანძილზე გრძელდებოდეს.

IX. ხველებას, რომელიც ასევე ემსახურება ადამიანის ორგანიზმიდან შხამების გამოდევნას. ხველება 6-7 თვე გრძელდება, მანამ, ვიდრე ფილტვები და სასუნთქი გზები არ გათავისუფლდება მავნე ნივთიერებებისგან.

X. საჭმლის მონელების სისტემის მოშლას, რაც მადის დაქვეითებას იწვევს. ადამიანი უარს ამბობს საკვებზე, რადგან მისი მიღება მუცლის არეში ტკივილს იწვევს.

XI. ტკივილებს წელის არეში, რომელიც დიდი ხნით ფეხზე დგომის შემთხვევაში ვლინდება. დასვენების შემდეგ, ტკივილი ქრება.

XII. მხედველობის დაქვეითებას.

XIII. იმუნიტეტის დაქვეითებას, რაც ინფექციებით ხშირ ავადმყოფობას იწვევს.

XIV. ჰორმონალური ბალანსის დარღვევას.

XV. არასრულწლოვანებში, ზრდა–განვითარების შეფერხებას.

და ეს, სრული სია არ არის...


image


გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში მარიხუანას მოხმარების საერთო სურათი ასეთია (ფერთა გრადაციაში მოცემულია ქვეყნის მოსახლეობის საერთო რაოდენობიდან, მარიხუანას მომხმარებლების რაოდენობა %-ში):

image


image

და ბოლოს, თუ სტატიაში მოცემულ რუკებს ერთმანეთს შევადარებთ, ვნახავთ, რომ ქვეყნებში, სადაც მარიხუანა ლეგალური ან ნაწილობრივ (სამედიცინო და რეკრეაციული) ლეგალურია, მისი მომხმარებლების რიცხვი უფრო მაღალია, ვიდრე ქვეყნებში, სადაც ის არალეგალურია.
image
image
თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:image

ყველაზე საინტერესო, მცენარეების შესახებ (+ ფოტო – მარიხუანას ღიმილი)

ფაქტები, რომლებიც მარიხუანაზე უნდა ვიცოდეთ


1
137
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
137
  
2017, 8 დეკემბერი, 10:40
და კიდევ, 70 გრ. მშრალი მარიხუანით (კანონით დაშვებული რაოდენობა), 140 ე. წ. კასიაკის გაკეთება შეიძლება, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი მეგობრისთვის ,,გაზიარება" ნამდვილად არავის დაენანება და...
0 1 1