x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134403
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508491
საფეხბურთო კლუბ "გურიას" დაქვეითებას ნეკროლოგი მიუძღვნეს
image


" "გურიამ" განმეორებითი მატჩი ვერ მოუგო "თელავს". ორი სუსტი გუნდის შეხვედრაში გამარჯვებული ის დარჩა, ვინც უფრო მოინდომა - 1:1 სტუმრებისთვის სასურველი ანგარიშია.


მოვლენები დრამატულად განვითარდა - პირველი ტაიმის მიწურულს, სტუმრებმა კონტრშეტევაზე დაგვიჭირეს - "გურია" პენალტს ითხოვდა, ალექსანდრე შენგელიამ შეტევის გაგრძელება სცადა, მეტოქეს ჩააბარა ბურთი, ამ დროს კი დაცვა მოშიშვლებული იყო და კახელებმა ამით იხეირეს.


მეორე ტაიმის შუაში მსაჯმა მაგლოირ ტელას მეორე ყვითელი უჩვენა და "გურია" 10 კაცით დარჩა.



82-ე წუთზე, ალექსანდრე შენგელიამ საჯარიმო ჩინებულად შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა.


ბოლო წუთებზე, "გურიამ" პენალტის დარტყმის უფლება მიიღო, მაგრამ დათო მეგრელიშვილმა ეს შანსი ვერ გამოიყენა.
საბოლოოდ, 1:1 და "გურია" მესამე ლიგაშია." - წერია "გურია თუდეის" გვერდზე.


image

0
100
შეფასება არ არის
ავტორი:გოგა წურწუმია -
გოგა წურწუმია -
100
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0