x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
მოსწავლის მკვლელობაში ბრალდებული მეორე არასრულწლოვანი პოლიციას ჩაბარდა
image

51-ე სკოლის მოსწავლის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციას ჩაბარდა, - ამის შესახებ შსს განცხადებას ავრცელებს.

"მიმდინარე წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული, მეორე არასრულწლოვანი გამოძიებას ჩაბარდა

2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარ, დ.ს.-ს მკვლელობაში ბრალდებული, არასრულწლოვანი - გ.ჯ. გამოძიებას ჩაბარდა. აღსანიშნავია, რომ დღეს სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ, ლ.დ.-ს მკვლელობაში ბრალდებულს, არასრულწლოვან გ.ბ.-ს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, ხოლო მეორე არასრულწლოვანს - გ.ჯ.-ს წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა.


გამოძიების ამ ეტაპისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოვლენილი და დაკავებული ჰყავს მკვლელობის 2 ძირითადი ფიგურანტი. ასევე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში არიან მიცემული დანაშაულში მონაწილე სხვა პირები. საქმეში ჩართული დანარჩენი პირების სტატუსის განსაზღვრა/გადაკვალიფიცირებისთვის გამოძიება გრძელდება.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ გამოძიების პროცესში თითოეული სამართალდამცველის მიერ გათვალისწინებული იყო საქმის სენსიტიურობა, მასში არასრულწლოვნების მონაწილეობის გამო. შინაგან საქმეთა სამინისტრო მადლობას უხდის ყველა პოლიციელს, რომელთა 24-საათიანმა, ინტენსიურმა მუშაობამ უზრუნველყო საქმის გამოძიება და ბრალდებულების დაკავება.

0
55
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
55
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0