x
image
ღიმილიანი
19 წლის საამაყო ახალგაზრდა ქიზიყიდან, რომელმაც ღვინოში ყველი დააძველა და საკუთარი ბრენდი შექმნა

image

ჯემალ ხატიაშვილი 19 წლის ახალგაზრდაა, რომელმაც სოფელ ტიბაანში მამაპაპისეულ ვენახში მოყვანილი ყურძები დაწურა და ბოთლში ჩამოასხა. შემდეგ ამ ღვინოში ყველი დააძველა და საკუთარი ბრენდი შექმნა, რომელმაც ტურისტების დიდი მოწენება დაიმსხურა და საუკეთესი ქართული პროდუქტების ხუთულშიც შევიდა. გაიცანით საამაყო ახალგაზრდა ქიზიყიდან.

- ჩვენი ვენახი სიღნაღის რაიონში, სოფელ ტიბაანშია გაშენებული. ყველაფერი 14 წლის ასაკში დაიწყო. პირველად სწორედ მაშინ დავწურე ყურძენი და დავაყენე ღვინო. ჩვენი ოჯახი ყოველთვის აქტიურად იყო ჩართული მევენახეობაში. მეც ჩემი ოჯახისგან ვისწავლე ეს ყველაფერი. თავიდან არავინ არ ფიქრობდა, რომ ჩვენი ვენახებიდან მოგვეკრიფა ყურძენი და ღვინო ბოთლში ჩამოგვესხა, ეს ჩემი იდეა იყო და გაამართლა კიდეც.

- საკუთარი ვენახები გაქვთ თუ ყურძენს მოსახლეობისგან ყიდულობთ?
- ჩვენ გვაქვს ექვს ჰექტარზე გაშენებული ვენახი, სადაც გვაქვს 53 სახეობის ყურძენი. რა თქმა, უნდა გვაქვს რქაწითელი, საფერავი და სხვა ტრადიციული ჯიშები. ასევე არის სუფრის ყურძნები, რომლისგანაც შემდეგში ვფიქრობ მურაბების გაკეთებას.

იხილეთ მეტი

0
517
3-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
517
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0