x
image
ღიმილიანი
შეიგრძენი თავისუფლება! - ანუ სოციალური ცეკვები საქართველოში
სალსა კალიენტე თბილისი - ცეკვის აკადემიაა, რომელიც სტერეოტიპს არღვევს, დიახ, იმ სტერეოტიპს, რომლის თანახმადაც ნებისმიერი ლათინო-ამერიკული ცეკვა სამეჯლისო ცეკვაა.


image


როგორც აკადემიის დამფუძნებელი აღნიშნავს, ზოგიერთი ცნობილი ლათინურ-ამერიკული ცეკვა, მაგალითად სალსა, რომელსაც სამეჯლისო-სპორტულ ცეკვებს მიაწერენ, რეალურად სოციალური ცეკვაა და რადიკალურად განსხვავებულად იცეკვება.







რას ნიშნავს სოციალური ცეკვები და ვის შეუძლია ამ ცეკვებში მონაწილეობის მიღება, ამ და კიდევ სხვა საინტერესო ინფორმაციასთან დაკავშირებით გთავაზობთ ინტერვიუს აკადემიის დამფუძნებელ და სოციალური ცეკვების ეროვნული ფედერაციის ვიცე პრეზიდენტ - თამარ უტიაშვილთან.


- თამარ, მოდით, პირვველ რიგში, გვითხარით, ვინ არიან " კალიენტეს " დამფუძნებლები და ასევე პედაგოგები.


- მე და ალექს კარო გახლავართ დამფუძნებლები. შესაბამისად, იდეის გაჩენიდან სკოლის და ჩვენი არსებობის ბოლომდე კალიენტე ჩვენი „შვილია“.

ამჟამად კალიენტეს ჰყავს 6 პედაგოგი, მათ შორის ორი ჩვენ, კალიენტეს დამფუძნებლები, რომლებმაც პასუხისმგებლობა მოყვარულების ძლიერ ჯგუფსა და პროფესიონალების შოუ ჯგუფზე ავიღეთ. გვყავს მოწვეული ქორეოგრაფი უკრაინიდან - ალიონა, რომელიც ზუმბას და რეგეტონს ასწავლის, ასევე უსიმპათიურესი ბიჭი პედაგოგები გვყავს, რომლებიც კალიენტეში ცეკვის შესასწავლად მოვიდნენ და გამორჩეული ნიჭიერების გამო, აღვზარდეთ და დავიტოვეთ სტუდიაშივე. უახლოეს დღეებში შემოგვიერთება პედაგოგი კუბიდან, ჯგუფის დაკომპლექტების თანავე.


image





სოციალური ცეკვების მასწავლებელი რეზი სურგულაძე: "უკვე მეოთხე წელი დაიწყო, რაც ამ გუნდთან ერთად ვარ, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და ამასთანავე ძალიან დიდი სიამოვნება. სოციალური ცეკვები არის ის ერთადერთი საშუალება ცეკვის სახეობისა, რომლის მეშვეობითაც რადიკალიურად სხვა სამყაროში ხვდები ადამიანი, ჟესტების საფუძველზე და მუსიკის რიტმის თანხლებით, ბიჭი და გოგო იზიარებს ერთმანეთის იმ შინაგან ემოციას, რასაც ძალიან დიდი ალბათობით სხვა კუთხით ვერ გამოიყენებ, როცა ცეკვავ, ცუდი ფიქრებიც ქრება, ქრება დაძაბულობა, ნერვიულობა, სტრესი და პრობლემებიც. ცეკვა -თავისუფლებააა! "

image




- თამარ, ალბათ, ბევრს კარგად არ ესმის, რა არის სოციალური ცეკვების იდეა და იქნებ, განვუმარტოთ...


- სოციალური ცეკვების მთავარი არსი არის ხალხის ურთიერთობა.

აქ არ იზეპირებთ ქორეოგრაფიას, თუ არ არის შოუზე საუბარი. მსოფლიოში სოც. ცეკვების ყველა მოცეკვავემ იცის ჟესტების და მინიშნებების საერთო ენა, რომლის მიხედვითაც ნებისმიერ უცხო პარტნიორთან თავისუფლად ვცეკვავთ. ამ დროს იმდენად იგრძნობა ორი პარტნიორის მთლიანობა, რომ გარედან ვერავინ შეგატყობთ, ეს ადამიანი აქამდე თვალითაც რომ არ გინახავთ.




- რატომ არის ასეთი სახის ცეკვები საჭირო?



- საუკეთესო საშუალებაა გასახალისებლად, განსატვირთად, დაძაბული სამუშაო განრიგის ან არასასურველი დღის შემდეგ. ერთი დიდი ოჯახის წევრი ხდები, სადაც არა მხოლოდ ცეკვავენ, ყველა ერთმანეთზე ზრუნავს...


სადაც არ უნდა ჩავიდნენ სალსა, ბაჩატა, კიზომბას და სხვა სოც. ცეკვების მოცეკვავეები, პირველ რიგში, ეძებენ ადგილს, სადაც იცეკვებენ, აუცილებლად იპოვიან, სად ტარდება ლათინური საღამო ან გაკვეთილები და თავს ისევ შინ გრძობენ. ეს უბრალოდ უნდა გამოსცადო, როგორია, როცა პირველად ხვდები ადამიანებს, რომელთა ენაც კი არ იცი, არც არასოდეს გიცეკვია მათთან და თავს მაინც ისე გრძნობ, თითქოს ძველ პარტნიორს ეცეკვები.


- თქვენი სტუდიის შესახებაც რომ გვითხრათ, გაკვეთილების გარდა თუ აწყობთ ხოლმე ცეკვის საღამოებს?


- როგორც იცით, საქართველოში ჩვენ ვართ სოც. ცეკვების „მშობლები“ . ალექსის გამოჩენამდე აქ არ არსებობდა ამ ცეკვების სწორი მიმართულება. ამიტომ ის, რომ ჩვენ შევძელით და უამრავი ხალხი ჩავრთეთ ამ სისტემაში, უკვე დიდი წარმატებაა საქარველოში არსებულ ფონზე.

რა თქმა უნდა, მხოლოდ სტუდიითა და გაკვეთილებით არ შემოვიფარგლებით, ვაწყობთ ლათინურ საღამოებს, საახალწლო კარნავალებს, ჩატარებული გვაქვს საერთაშორისო ფესტივალი ბათუმში, ორი საერთაშორისო ფესტივალი თბილისში. ჩამოგვყავს ინსტრუქტორები სხადასხვა ქვეყნიდან და ასევე პროფესიონალებთან ერთად ჩამოდიან ხოლმე მოყვარული მოცეკვავეები. აქ ტარდება მასტერკლასებიც, ლათინური საღამოებიც. პროფესიონალები და მოყვარულები ერთად ცეკვავენ შოუზე. მოკლედ, 3 დღე-ღამის განმავლობაში გვაქვს ცეკვის, ურთიერთობებისა და სიხარულის ზეიმი.



image




- საზღვარგარეთაც იყავით ფესტივალზე...


- დიახ, დიდი წარმატებაა ის, რომ მე და ალექსი უკვე გავცდით საქართველოს ფარგლებს და ვატარებთ გაკვეთილებს სხვადასხვა ქვეყანაში, მიწვევით. ანუ როგორც ჩვენ ვიწვევთ საერთაშორისო ფესტივალებზე, მსგავსად ჩვენც გვიწვევენ მასტერკლასების ჩასატარებლად და საღამოებზე გამოვდივართ შოუებით ვარსკვლავების გვერდით, რაც ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია.


- სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?


- აპრილში თბილისში ჩატარდება მესამე საერთაშორისო ფესტივალი, სადაც მონაწილეობას მიიღებს დაახლოვებით 12 ქვეყანა.

ივლისის თვეში მე და ალექსი მიწვეულები ვართ ჰამბურგის უდიდეს საერთაშოროსო ფესტივალზე კიზომბას მასტერკლაების ჩასატარებლად და ასევე გაგვაქვს შოუ კალიენტეს პედაგოგებთან ერთად.

გაგახარებთ და გეტყვით, რომ სულ მალე გვექნება კალიენტეს ფილიალი საბურთალოს რაიონში.

უახლოესი გეგმა კი არის საახალწლოდ ტრადიციული ლათინური კარნავალ- მასკარადი, რომელიც სკოლის დაარსებიდან მოყოლებული ტარდება ხოლმე.




იხილეთ დამფუძნებლების ულამაზესი ცეკვა ლისაბონში:






" კალიენტეს " ვუსურვებ ულევ წარმატებას!



0
109
1-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
109
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0