x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134039
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ცნობილმა ინდოელმა მსახიობმა ნაგვის ურნაში ბავშვი იპოვა და....

image


არის ქვეყნები, რომლებშიც უშვილო ოჯახები, ბავშვის ასაყვანად, წლობით დგანან რიგში და არის ქვეყნები, სადაც არასასურველ ბავშვებს ურნებში ყრიან. ამ ხრივ, ყველაზე მეტად ჩინეთი გამოირჩევა. მაგრამ, ეს ისტორია ჩინეთში კი არა, მის მეზობელ, ინდოეთში მოხდა.

ცნობილმა ინდოელმა მსახიობმა მითჰუნ ჩაკრაბორტემ ნაგვის ურნაში ახალშობილი გოგონა იპოვა და ისე, რომ არც დაფიქრებულა, სახლში წაიყვანა. მას, იმ მომენტისთვის, სამი ვაჟი უკვე ჰყავდა და ჩათვალა, რომ ქალიშვილი ღმერთმა გამოუგზავნა. გოგონას დიშანი დაარქვა და თავისი გვარი მისცა. მან ბავშვი საკუთარი შვილივით, მთელი გულით შეიყვარა და წლების მანძილზე, მზრუნველობას არ აკლებდა.

ოჯახის ახალი წევრის გამოჩენამ, მითჰუნის ოჯახის სხვა წევრებიც ძალიან გაახარა. დედას და სამ ძმას გოგონა შეუყვარდათ და სითბოს და ყურადღებას არ აკლებდნენ. არც დიშანი რჩებოდა ვალში და მათ ცხოვრებას სიყვარულით და სიხარულით ავსებდა. პატარა დიშანი გაიზარდა და ულამაზეს ქალიშვილად იქცა.


მითჰუნის ბედნიერი ოჯახი!

image


ასეთი იყო დიშანი წლების წინ

image



გოგონა აღმზრდელი მამისთვის პრინცესად იქცა.

image


ხოლო ძმებისთვის – საყვარელ დად.

imageimage


დიშანი, მართლაც რომ, ლამაზი გოგონაა.imageimageimage

თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

ინდური კინოს ლეგენდები: ბედი, სახეები და ნაკლებად ცნობილი ფაქტები

მეეზოვემ ნაგავში გადაგდებული 30 ბავშვი გადაარჩინა

ისტორია უბრალო ადამიანურ სიკეთეზე


0
708
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
708
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0