x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
კერძო სამხედო კომპანიის "ვაგნერი" დანაკარგები სირიაში 2015–1017 წლებში
image სირიაში მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა უამრავი "ფულზე მონადირე" ყოფილი თუ მოქმედი სამხედრო მიიზიდა.
ასე მოხვდა რუსული კერძო სამხედო კომპანია "ვაგნერი" (მეთაურის საძახისი) სირიაში, მე ამ სტატიაში არ ვისაუბრებ ამ ჯგუფის შეიარაღებაზე ან მათ მიერ ჩატარებულ წარმატებულ თუ ჩავარდნილ სამხედრო ოპერაციებზე. არამედ ვისაუბრებ ამ ჯგუფის დანაკარგებზე, რაც ოფიციალურადაა უკვე დამტკიცებული.
ამ ჯგუფის დანაკარგები მოცემულია 2015–2017 წლების პერიოდში.
გარდა ამისა, როგორც წყარო იუწყება "ვაგნერის" ჯგუფის მებრძოლების მოიერიშე დანაყოფის მებრძოლი თვეში იღებს 240 000 რუსულ რუბლს, ჩვეულებრივი "ვაგნერელი" კი 140 000 რუსულ რუბლს.
იგივე წყაროს თქმით დღე არ გავა სირიიდან სამხედრო სატვირთო თვითმფრინავი არ გაფრინდეს დონის როსტოვის მიმართულებით, სადაც ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქის გაერთიანებული სამხედრო ჰოსპიტალია, დაჭრილები გადაჰყავთ იქ, ხოლო დაღუპულებს ასაფლავებენ დონის როსტოვის ოლქში ორიოდე წლის წინ უკრაინაში დაღუპული რუსი სამხედროებისა და მოხალისეების დასაკრძალად გახსნილ უზარმაზარ ტერიტორიაზე გაშლილ სასაფლაოზე.
მაშ ასე "დაგნერის" დანაკარგები:
1. ანანიევი სერგეი ვლამიმერის ძე, დაბადებული 1975 წელს ნოვოროსიისკში.
საძახისი "Север", ტანკსაწინააღმდეგო მართვადი კომპლექსის მეთაური. ყოფილი მედესანტე, "ვაგნერში" მივიდა — 2014 წელს აგვისტოში. დაიღუპა შარშან 22 ივნისს. года.

2. ანიშჩენკო რომან ვლადიმერის ძე, დაბადებული 1988 წელს ჩელიაბინსკში. საძახისი" დოკი", პირველი ოცეულის სანინსტრუქტორი პირველ სადაზვერვო–მოიერიშე ასეულში. სირიაში ჩავიდა 20015 წელს, მანამდე იბრძოდა დონბასში. დაიღუპა2016 წლის 9 მარტს.

3. არტიუხოვი ალექსანდრე ათანასეს ძე, დაბადებული 1968 წელს. საძახისი "სუხოი". დაიღუპა 2015 წლის 19 ოქტომბერს.

4. არხიმოვიჩი ივან ლეონიდეს ძე, დაბადებული 1970 წელს, ყუბანელი კაზაკი. საძახისი "პოლიაკ". მეთაურის მოადგილე მეორე სადაზვერვო–მოიერიშე ასეულში. მსახურობა მთავარი სადაზვერვო სამმართველოს დანაყოფში, მონაწილეობას იღებდა ჩეჩნეთის წინააღმდეგ მიმდინარე საომარ მოქმედებებში 2000 წელს, ასევე მონაწილეობას იღებდა 2008 წელს რუსეთ–საქართველოს ომში. 2013 წელს ჩავიდა სირიაში "სლავების კორპუსის" შემადგენლობაში.
დაიღუპა 2016 წლის 17 მარტს.

5. ბინდერი იგორი ვლადიმერის ძე, დაბადებული 1977 წელს ბარნაულში. საძახისი "ოსტაპი", 8 კლასის განათლებით, მსახურობდა ქვეითთა საბრძოლო მანქანის მძღოლ–მექანიკოსად. დაიღუპა 2016 წლის 17 თებერვალს.

6. ბუჰუევი ნიკოლოზ ვიტალის ძე, დაბადებული 1993 წელს. საძახისი "მინუსი". მესამე სადაზვერვო–მოიერიშე ასეულის მებრძოლი, წარმოშობით ასტრახანის ოლქიდან. 2015 წლიდან იბრძოდა დონბასში, 2016 წლის მარტში ჩავიდა სირიაში. დაიღუპა 2016 წლის 19 აპრილს.

7. დემჩენკო რომანი ნიკოლოზის ძე, 1971 წელს დაბადებული. საძახისი "დიომა". დაიღუპა 2015 წლის 19 ოქტომბერს.


8. დენისოვი მიხეილ ბენიამინოვიჩი, დაბადებული 1966 წელს. საძახისი "ვეტერ". დაიღუპა 2015 წლის 19 ოქტომბერს.

9. ზადოროჟნი კონსტანტინე სერგეის ძე, დაბადებული 1994 წელს. საძახისი "მოსკალი". "ვაგნერში 2015 წლიდან. დაიღუპა სირიაში ნაინოდინთან და რუდენკოსთან ერთად 2017 წელს ზუსტი თარიღი ოფიციალურად არაა მითითებული, სავარაუდოდ თებერვალში დაიღუპა.

10. ზერნოვი ევგენი პეტრეს ძე, დაბადებული 1976 წელს პეტერბურგში. საძახისი "არგონი", სადაზვერვო ასეული. დაიღუპა 2016 წლის 19 მარტს.

11. იშკოვი ანდრეი ვიქტორის ძე, დაბადებული 1987 წელს დონის როსტოვში. საძახისი "ზიომა". "ვაგნერში" 2015 წლიდანაა, ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსის მემიზნე–ოპერატორი. დაიღუპა 2016 წლის 19 მარტს.

12. კაბაკოვი ანდრეი სერგეის ძე, დაბადებული 1988 წელს კრასნოდარიდან.
იბრძოდა დონბასში 2014 წლის ზაფხულიდან, საძახისი "ტენ". "ვაგნერში 2015 წლის შემოდგომიდანაა. დაიღუპა 2016 წლის 16 თებერვალს.

13. კარჩენკოვი ალექსანდრე ვლადიმერის ძე, დაბადებული 1971 წელს. საძახისი "მოსკვიჩ", " ვაგნერში" მივიდა 2015 წლის დეკემბერში. მატერიალური მომსახურების ასეული. მსახურობდა მზარეულად, დაიღუპა 2016 წლის 13 მარტს. დაჯილდოებულია მედლით "მამაცობისათვის".

14. კოლგანოვი მაქსიმ ნიკოლაევიჩი, დაბადებული 1972 წლის ტოლიატში. საძახისი "მაკს". ოცმეთაური სადაზვერვო–მოიერიშე ასეულში. დაიღუპა 2016 წლის 3 თებერვალს. დაჯილდოებულია რუსეთის ფედერაციის რამდენიმე ორდენით და მედლით.

15. კონაშენკოვი ალექსანდრე სერგეის ძე, დაბადებული 1989 წელს. საძახისი "კონანი". უკრაინის მოქალაქე, იბრძოდა ბატალიონ "სპარტაში" სეპარატისტების მხარეს. 2015 წლის მაისში გადავიდა "ვაგნერში". დაიღუპა 2016 წლის 11 მარტს.

16. კოტენოკ ალექსანდრე პეტრეს ძე, დაბადებული 1986 წელს. საძახისი "კოტ". დაიღუპა 2015 წლის 19 ოქტომბერს.

17. კროხუნი ალექსი ვლადიმერის ძე, დაბადებული 1990 წელს ვლადივოსტოკში. საძახისი "ვოსტოკი". ყოფილი მეხანძრე, უსურუუსკის კაზაკთა შენაერთის კაზაკი, ექსტრემალური ტურიზმის მოყვარული. იბრძოდა დონბასში საარტილერიო ჯგუფში "ოქტავა". დაიღუპა 2016 წლის 12 მარტს. სიკვდილის მერე დაჯილდოვდა ორდენით "მამაცობისათვის".

18. კურტეიუპოვი ნიკოლოზ ვალენტინეს ძე, დაბადებული 1976 წელს სოფელ იუსვადან პერმის ოლქიდან. საძახისი "ბეკასი", მესამე სადაზვერვო–მოიერიშე ასეულიდან. რუსეთში ყოფნისას მუშაობდა მილიციაში, შემდეგ კერძო დაცვის სამსახურში. "ვაგნერში" მივიდა 2015 წლის ზაფხულში. დაიღუპა 2016 წლის 6 მარტს მალიშევსკისთან ერთად.

19. კუჩერუკი ვიტალი ანატოლის ძე, დაბადებული 1974 წელს ნოვოროსიისკში. საძახისი "ბივენ", მესამე სადაზვერვო–მოიერიშე ასეულის მებრძოლი. 1994–1995 წლებში ჩეჩნეთის სინააღმდეგ მიმდინარე საომარი მოქმედებების აქტიური მონაწილე.
დაიღუპა 2016 წლის 6 მარტს.

20. ლეონოვი ალექსანდრე იურის ძე, დაბადებული 1963 წელს. საძახისი "ვოლშებნიკ". დაიღუპა 2015 წლის 19 ოქტომბერს.

პირველი ნაწილი

0
143
12-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
143
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0