x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
გერმანიაში სწავლა და ფინანსები

imageწინა პოსტში ვისაუბრეთ გერმანიის განათლების სისტემასა და უნივერსიტეტებიზე. ახლა, რაც შეეხება ყველაზე მთავარს, ფინანსებს.
უნივესიტეტის მოძიებასთან ერთად დროულად უნდა შეუდგეთ დაფინანსებაზე ფიქრს. თუ საკუთარი ჯიბიდან ვერ შეძლებთ სემსტრული გადასახადის გადახდას და ვერც მშობლები გაფინანსებენ სათანადოდ, მაშინ ერთ-ერთი ყველაზე კარგი გზა DAAD-ის (გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის) სტიპენიიდ მოპოვებაა. ფონდი ფინანსდება გერმანიის საგარეო საქმეთა, განათლებისა და კვლევის სამინისტროს და ევროკავშირის ხარჯებით.

DAAD საქართველოში 1988 წლიდან არსებობს და ქართველი სტუდენტების იფორმირებასა და დახმარებაზე ზრუნავს. ეს ფონდი აფინანსებს სტუდენტებს, მაგისტრანტებს, დოქტორანტებსა და მეცნიერებს. იმისთვის რომ იბრძოლოთ სტიპენდიის მოსაპოვებლად, საჭიროა მონაწილეობა მიიღოთ ფონდის მიერ გამოცხადებულ ყოველწლიურ კონკურსში. DAAD-ის სტიპენდიების კონკურსი ყოველი წლის სექტემბერში იწყება და განხადების შემოტანის ბოლო ვადა ოქტომბრის ბოლოა.
კონკურსანტების შერჩევა ხდება გერმანიაში არა DAAD-ის, არამედ მოწვეული კომპეტენტური დარგობრივი კომისიის მიერ, რომელშიც სხვადასხვა უნივერსიტეტების პროფესორები არაიან წარმოდგენილნი. შერჩევის ერთადერთი კრიტერიუმი მაღალი კვალიფიკაციაა.

კიდევ ერთი, გერმანიაში სწავლის გასაგრძელებლად აუცილებლად დაგჭირდებათ გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი (TestDAF).
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ თავად მოიძიოთ ბმულზე:

www.ic.daad.de/tbilissi

1
141
6-ს მოსწონს
ავტორი:მარიონი
მარიონი
141
  
0 1 1