x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
სავჩენკოზე გაცვლილი "გრუ"–ს კაპიტანი ევგენი ეროფეევი რუსეთში მოკლეს, უკრაინაში მიცემული ჩვენების გამო

image რუსეთის ფედერაციის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს კაპიტანი ევგენი ეროფეევი, რომელიც 2015 წელს უკრაინელმა სამხედროებმა ტყვედ აიყვანეს დონბასში და შემდეგში უკრაინელ სამხედრო მფრინავზე ნადეჟდა სავჩენკოზე იქნა გადაცვლილი–მოკლეს რუსეთის ტერიტორიაზე!–განაცხადა 26 ივნისს ლუგანსკის ოლქში დატყვევებულმა რუსეთის ფედერაციის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპეციალური დანიშნულების ბრიგადის ოფიცერმა ვიქტორ აგეევმა "Новая газета"-სათვის მიცემულ ინტერვიუში.
ოფიცრის მკვლელობის მიზეზად კი ეროფეევის მიერ უკრაინის სპეცსამსახურებისათვის გულახდილი ჩვენების მიცემა გახდა.
აგეევის თქმით ამის თაობაზე საუბრობენ რუსი ექსპერტებიც და იმ დანაყოფის მებრძოლებიც, სადაც მსახურობდა ეროფეევი. ყველამ იცის, რომ კაპიტანი უბრალოდ მოიშორეს "გრძელი ენის" გამო რუსულმა სპეცსამსახურებმა.
2016 წლის ივნისში უკრაინის მთავარმა სამხედრო პროკურორმა განაცხადა, რომ კიევში სასამართლოს დარბაზიდან რუსი მზვერავების ევგენი ეროფეევის და ალექსანდრე ალექსანდროვის გატაცება იგეგმებოდა, რაც დროულად იქნა აღკვეთილი უკრაინის სპეცსამსახურების მიერ.
გარდა ამისა აგვისტოში მოკლეს იური გრაბოვსკი, რომელიც ალექსანდროვის ადვოკატი იყო. მკვლელობის მოტივად მისი პროფესიული საქმიანობა გახდა, მან მისი კლიენტის მონაყოლიდან "საჭიროზე მეტი" ინფორმაცია მიიღო, რაც გახდა კიდეც მისი მკვლელობის მიზეზი.
შეგახსენებთ, რომ დონბასში დაკავებულმა რუსმა მზვერავმა აგეევმა დაასახელა 15 რუსი პროფესიონალი სამხედრო, რომლებიც იბრძვიან "ლუგანსკის თვითაღიარებული რესპუბლიკის" მეორე საარმიო კორპუსის, მეოთხე ცალკეული ბრიგადის სადაზვერვო ასეულში.

0
211
11-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
211
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0