x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
წყალტუბოს რაიონში 17 წლის ახალგაზრდა მოკლეს
image

წუხელ ქუთაისის რეგიონულ კლინიკურ საავადმყოფოში მიიყვანეს17 წლის ახალგაზრდა, რომელიც გულ-მკერდის არეში იყო დაჭრილი, მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.



"პაციენტი შემოყვანეს გუშინ, სასწრაფო დახმარების მიერ იქნა შემოყვანილი ახალგაზრდა მამაკაცი, დათვალიერების შემდეგ სასიცოცხლო ნიშნები არ აღენიშნებოდა"-განაცხადა კლინიკის ექიმმა მარინა ფორჩხიძემ.

შსს-ს თანამშრომლებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს:



"შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული ი.ტ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 დეკემბერს წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფშკვითში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანით გულმკერდის არეში ერთი ჭრილობა მიაყენა 2000 წელს დაბადებულ თ.ბ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ი.ტ. თბილისში დააკავეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს)."-ნათქვამია შსს-ს ოფიციალურ განცხადებაში.



1
50
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
50
  
2017, 3 დეკემბერი, 16:23
გაგიჟებას ცოტა მიკლია, ეს რა ხდება ხალხო ამოკის დაავადება შეგვეყარა მასიურად!? :(
0 1 1