x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ოზი ოზბორნი 69 წლისაა-საინტერესო ფაქტები

image

3 დეკემბერს, 1948 წელს, ბირმინგემში დაიბადა ოზი ოსბორნი, ჰარდ-როკის ლეგენდას დღეს 69 წელი შეუსრულდა, ჯგუფ Black Sabbath-ის ლიდერი, მოსიყვარულე მამა და ქმარი, "სატანისტების ხატება"(იუმორში რა თქმა), უდიდესი შოუმენი და შესანიშნავი სიმღერების ავტორი.გთავაზობთ რამდენიმე საინტერსო ფაქტს მისი ცხოვრებიდან.


1-მისი ნამდვილი სახელი ჯონ მაიკლ ოსბორნია(John Michael Osbourne), "ოზი" თანაკლასელებმა ზედმეტსახელად შეარქვეს ორი რამის გამო-მისი გვარიდან და ფრენკ ბაუმის ცნობილი ზღაპრის "ოზის საოცარი ჯადოქარი"-დან გამომდინარე.

image


2-სანამ მუსიკალურ კარიერას დაიწყებდა ოზი ზეინკლის თანაშემწედ, ბოილერში, მღებავად და მესაფლავეთაც კი მუშაობდა, შემდეგ წვრილმანი ქურდობის გამო დაიჭირეს, მან ვერ შესძლო ჯარიმის გადახდა, ამიტომ ბირმინგემის ციხეში 3 თვით ჩასვეს, სწორედ ციხეში ყოფნისას გაიკეთა მარცხენა ხელის თითებზე ცნობილი ტატუ «OZZY».image

3-ციხიდან გამოსვლის შემდეგ ოზიმ გადაწყვიტა მუსიკალური კარიერა დაეწყო, გააკეთა გაზეთში განცხადება.განცხადებას ჯერ გამოეხმაურა ტერენს ბატლერი(Terrence Butler), შემდეგ კი შეურთდნენ ტომი აიომი(Tommy Iommi) და ბილ უორდი(Bill Ward).ასე შეიქმნა ლეგენდარული Black Sabbath

image


4-1978 წელს ოზი Black Sabbath-იდან გააგდეს ლოთობის და ნარკოტიკების მოხმარების გამო.

image


5-ჯგუფიდან გაგდების შემდეგ ოზიმ დაიწყო შეხვედრა შერონ არდენთან, რომელიც Black Sabbath-ის მენეჯერის ქალიშვილი იყო, სამი წლის შემდეგ-1982 წელს ისინი დაქორწინდნენ.სწორედ შერონმა აიღო თავის თავზე მომღერლის მომავალ კარიერაზე ზრუნვა.

image

6-1980 წელს აიოვაში კონცერტის დროს დარბაზიდან ვიღაცამ ღამურა გაუშვა, გამაყრუებელი ხმაურისგან დამფრთხალი ფრინველი წყნარად იჯდა სცენაზე, ოზის ის რეზინის სათამაშო ეგონა და პირით ჩაკბიჩა, საპასუხოდ ფრინველმაც უკბინა ოზის.საბოლოოდ ოზი სავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ცოფის საწინააღმდეგო აცრები გაუკეთეს.

image

7-1982 წლის მარტში, ოზიმ დაკარგა თავის გიტარისტი-ვირტუოზი რენდი როუდსი.ა.შ.შ-ში ტურნეს დროს მათი ავტობუსი სარემონტოდ ქალაქ ლისბურგში დააყენეს.ავტობუსის მძღოლმა დროის გაყვანის მიზნით ჯგუფის წევრებს შესთავაზა თავისი საკუთარი თვითმფრინავით ეფრინათ.მეორე წრეზე თვითმფრინავში რენდი როუდსი და ჯგუფის პარიკმახერი ჩაჯდნენ.ხუმრობით ავტობუსს ძალიან ახლოს ჩაუფრინეს, მესამე წრეზე თვითმფრინავი(პილოტი ავტობუსის მძღოლი იყო) ავტობუსს გამოედო, დაკარგა კონტროლი, მიწაზე დაენარცხა და აფეთქდა.

image


8-ოზი ოსბორნის ორმა ალბომმა Blizzard of Ozz(1980) და "No More Tears"(1991) ქვადრო-პლატინის სტატუსი შეიძინა.მარტო აშშ-ში ეს ორი ალბომი სათითაოდ 4 000 000 ეგზემპლიარი გაიყიდა.

image


9-2002 წელს MTV ინგლისში და ირლანდიაში იწყებს პოპულარული რეალიტი სერიალის ჩვენებას "The Osbournes".ოზო ოსბორნზე და მის ოჯახზე.

image


10-ოზი ოსბორნის ვარსკვლავის გახსნა 2002 წელს Walk of Fame, ოსბორნის გვერდით მერლინ მენსონი და რობი უილიმსი დგას.

image


11-2013 წელს გამოვიდა ჯგუფ Black Sabbath-ის ალბომი "13", ოზი ოსბორნის, ტომი აიომის და გიზერ ბატლერის მონაწილეობით, სესიურ მუსიკოსად მიწვეული იყო ბრედ უილკი.(ბილ უორდმა ფინანსური უთანხმოების გამო უარი განაცხადა)მეორედ 1970 წლის შემდგომ(ანუ 43 წლიანი პაუზით) ჯგუფის ალბომი ბრიტანეთის და ა.შ.შ-ს ჩარტების სათავეში მოექცა და ოქროს სტატუსი შეიძინა რამდენიმე ქვეყანაში.

image


12)2016 წლის 11 ოქტომბერს ტელერხ HISTORY-ზე სტარტი აიღო ახალმა რეალიტი შოუმ სახელწოდებით "ოზის და ჯეკის მოგზაურობა დედამიწის გარშემო" სადაც ოზი შვილთან ერთად მოინახულებს ისტორიულ ადგილებს.

image


13) ბოლო ალბომი "13"-ის გამოსვლის შემდეგ Black Sabbath-მა გამართა უკანასკნელი გამოსამშვიდობებელი მსოფლიო ტურნე მსოფლიოს გარშემო სახელწოდებით The End, რის შემდეგაც ჯგუფი საბოლოოდ დაიშალა.

image

Black Sabbath -უკანასკნელი შოუ ბირმინგემში


0
200
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
200
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0