x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134376
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
მეხანძრე - მაშველებთან წაგებული შეხვედრა: ქართული ფეხბურთის არსებობის საკითხი
image

ქართულ ფეხბურთს, რომ ფერი არ ადევს და კვდება ყველასთვის ცნობილი ფაქტია. წლების წინა, როდესაც ყიფიანი და დარასელია თასების მფლობელთა თასს წევდა, ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ერთ დროს ბუნდესლიგისა და პრემიერლიგის რისხვა დინამო თბილისის დიდება მალევე დაკნინდებოდა და მეზობელი აზერბაიჯანის გუნდებს ვერ მოუგებდა.


მაშინ, როდესაც ოჩამჩირელი დარასელია გერმანულ „კარლ ცაისის“ ოქროს გოლს უგდებდა, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ქართველი ფეხბურთელები 30-35 წლის შემდეგ ფარერების ნაკრებთან დამარცხდებოდნენ, თუმცა ფაქტია, რომ ჩვენმა ჯვაროსნებმა 21-წლამდე ასაკობრივი ნაკრების წევრებმა ერთადერთ ქვეყანას ვერ მოუგეს, რომელსაც წლების განმავლობაში მწვანე საფარზე ვასრიალებდით და ყველა შეხვედრაში საშვალოდ 4:0 უგებდით.


წლებმა ჩამოშალა ის რეალობა, რაც მაშინ იდგა და დღეს გასახსენებლად 1981 წლის 13 მაისს იმ ერთადერთ და განუმეორებელ დიდებას ქართველი გულშემატკივრები ცრემლით იხსენებენ. მართლაც ძნელია არ მოგადგეს ცრემლი, როდესაც გახსენდება, როგორ ხედავადა და გრძნობდა დავით ყიფიანი ბურთს და როგორ აყვებოდა, ხოლმე მთელი დინამო თბილისი, გაბელიათი დაწყებული გუცაევით დასრულებული.





ძნელია უყურო დღევანდელ რეალობას. დღეს ხომ ქართველი ფეხბურთელები მარტივ მამრავლებად დაშლილები დარბიან მოედანზე და ისიც კი არ იციან რა არის სხეულის კოორდინაცია.



ერთადერთი გაბრწყინება 1981 წლის შემდეგ 2004 წელს იყო, როდესაც გეგუჩაძის ფორმაციის დინამო თბილისმა ევროსაგზური მოიპოვა და როგორც იქნა გულშემატკივარი მოედანს დაუბრუნდა, თუმცა ჯერ კიდევ ტრიბუნებზე შემომსხდარმა „სემიჩკით“ მოსულმა გულშემატკივარმა იგრძნო დინამოს სიძლიერე და მოედანი დატოვა. დიახ სიძლიერე, გეგუჩაძის დინამომ ვერცერთი შეხვედრა ვერ მოიგო.


პრობლემა ალბათ ისევ იმ გუნდებშია, რომლებსაც 9 დირექტორი და 65 დირექტორის მოადგილე ყავს. მაშინ, როდესაც კერძო კლუბს სახელმწიფო ეხმარება ძნელი დასაჯერებელია ფეხბურთელის ყიდვის უნარი არ ქონდეს, თუმცა ფაქტია, რომ უუნარობა ქართულ ფეხბურთში პიკს აღწევს, სწორედ ამიტომ გარბიან ახალი თაობის წარმომადგენლები, რადგან აქ ვერასდროს მიაღწევ იმას, რასაც თუნდაც მეზობელ აზერბაიჯანში. იქ უყვართ ფეხბურთი და ყოველ წელს ერთი აზერბაიჯანული კლუბი მაინც გადის ჩემპიონთა ან ევროპა ლიგაზე.



ძნელია დააბრალო ამ შემთხვევაში სახელმწიფოს რამე, რადგან ქართულმა კლუბებმა, რომლებიც კერძო პირის ხელში არიან, სახელმწიფო მაინც ურიცხავს სოლიდურ თანხას, აშენებს სტადიონებს (როგორ და რანაირად სულ სხვა საკითხია) აშენებს ბაზებს, სხვადასხვა რეგიონში ფედერაცია ათასობით ბავშვს უვლის.

image

ფულზე დახამებული ქართული კლუბების წარმომადგენლები ვერ ძღებიან, არ ყოფნით ის რაც აქვთ და დღე არ გავა, საქართველოს ამომავალი ვარსკვლავი არ გაყიდონ.



ყველა ლეგიონერი, რომელიც საზღვრებს გაცდა დინამოს აღზდილია და დღეს დინამო ევროპაზეც კი ერთ ეტაპს ვერ გადის, რესურსი არააქვს, არ ყავს ფეხბურთელები, რადგან ვყიდით აზერბაიჯანში, სომხეთში... იგივე კვეკვესქირის მაგალითზე „გაბალაში“ გაყიდულმა კლუბთან ევროპა ითამაშა. ჯიღაურმა ევროპაზე ითამაშა - ეს ბიჭები დინამომ გაყიდა.



შედეგად კი ჩვენთან საქართველოში 300 ლარზე მოთამაშე ბიჭებმა, რომლებსაც ის 300 ლარიც 6 თვეა არ აუღიათ, ვერაფერი ქნეს. მიწაში დამარხეს ქართული ფეხბურთი და ფარერების მეხანძრე-მაშველებთან დიდი ანგარიშით დამარცხდნენ.


0
52
შეფასება არ არის
ავტორი:გოგა წურწუმია -
გოგა წურწუმია -
52
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0