x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
მკვლელობა სკოლაში-ბოლო წლებში მომხდარი ყველაზე საზარელი შემთხვევები

image

თბილისის 51- სკოლაში მომხდარმა საზარელმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა.ურთიერთშელაპარაკებას და ჩხუბს სკოლის მოწაფეებს შორის ორი მოზარდის სიცოცხლე შეეწირა.

მოდით გავიხსენოთ ანალოგიური ფაქტები, რომელიც ბოლო წლებში მოხდა მსოფლიოს მასშტაბით.

1)4 დეკემბერი 2012 წელი, აშშ, შტატი კონექტიკუტი-20 წლის ადამ პიტერ ლენზამ დილით ადრე აიღო სახლიდან შაშხანა Marlin 22, ჯერ მოკლა დედა და შემდეგ "ჰენდი -კუკის" დაწყებით სკოლაში გაემგზავრა მანქანით, დილის 9:30 წუთზე შევარდა სკოლაში და იარაღით დახოცა 27 ადამიანი, მათ შორის 20 ბავშვი, 5 მასწავლებელი და სკოლის დირექტორი.როდესაც პოლიცია გამოძახეს და ადამი მიხვდა, რომ სკოლას ალყა შემოარტყეს ბოლო ტყვია თავისთვის შემოინახა, მან თავი მოიკლა.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ადამ ლენზა ასპერგერის სინდრომით იყო დაავადებული.

ამ ტრაგედიის შემდეგ აშშ-ში ოთხდღიანი გლოვა გამოცხადდა.

imageimageimage


2)20 აპრილი 1999 წელი აშშ, ლიტლონი(შტატი კოლორადო)-ორი მოზარდი ერიკ ჰარისი და დილან კლიბორდი იარაღით შევარდნენ სკოლაში, საშინელი ხოცვა-ჟლეტა ოთხი საათი გრძელდებოდა, ამ ხნის განმავლობაში მოზარდებმა მოკლეს 12 თანაკლასელი, ხოლო ათეულობით დაჭრეს. შემდეგ კი ორივემ თავი მოიკლა.

გამოძიებამ მოგვიანებით დაადგინა, რომ მასობრივი ხოცვა–ჟლეტის მიზეზი ბანალური იყო, მათ ამ გზით სურდათ ცნობილები გამხდარიყვნენ.

imageimage
image

3)11 მარტი.2009 წელი, ქალაქი ვინენდენი, გერმანია -17 წლის ტიმ კრეტჩერმა აიღო მამის "ბერეტა" უამრავ ვაზნასთან ერთად, ჯერ თავის ყოფილ სკოლაში მოაწყო სისხლიანი სასაკლაო, შემდეგ კი ჯერ ვინენდენის ქუჩებში, მერ კი ქალაქ ვენდლინგენში გადაინაცვლა და იქ განაგრძლო სროლა, შედეგად დაიღუპა 15 ადამიანი და დაიჭრა 11, ბოლოს მოზარდმა თავი მოიკლა.

როგორც გამოძიებამ დაადგინა, სამი დღის წინ ერთ-ერთმა გოგონამ ტიმ კრეტჩერს პაემანზე უარი უთხრა და ამის გამო გამწარდა, სკოლაში შევარდნის დროს პირველი სწორედ ის გოგონა მოკლა.

imageimageimage


4)7 ნოემბერი 2007 წელი-ტუუსულა, ფინეთი-18 წლის სკოლის მოწაფე ერიკ აუვინენი პისტოლეტით და 10 მჭიდით შეიარაღებული შეიჭრა საკუთარ ლიცეუმში და 106 გასროლა განახორციელა სკოლის მოწაფეების მიმართულებით.მოზარდის მსხვრპლი გახდა 8 მოწაფე(5 ბიჭი და 3 გოგონა)ამის შემდეგ ერიკი ტუალეტში შევიდა და თავი მოიკლა.

სისხლიან ტრაგედიამდე რამდენიმე დღით ადრე მოზარდმა გამოაქვეყნა საკუთარი მანიფესტი სახელწოდებით:"სისხლიანი სასაკლაო იეკოლას სკოლაში 7 ნოემბერს, აღსანიშნავია, რომ მოზარდი საკუთარ თავს " Natural Selector"-ს და "Sturmgeist"-ს უწოდებდა.

image

image

image

6)24 მარტი 1999 წელი, არკანზასი, აშშ-11 წლის ენდრიუ გოლდენმა და 13 წლის ჯონსონ მიტჩელმა ჯონსბოროს სკოლაში ატეხეს სროლა, შედეგად დაიღუპა 4 ბავშვი და ერთი მასწავლებელი, 10 დაიჭრა.

მოზარდები პოლიციამ დააკავა, მათ ვერ ახსნეს რა იყო სროლის და მკვლელობის მიზეზი, მიესაჯათ შესაბამისად 8 და 10 წელი პატიმრობა.

image

image

7)3 თებერვალი 2014 წელი, მოსკოვი რუსეთი-მეათე კლასის მოწაფე სერგეი გორდეევი ორი შაშხანით შეიარაღებული შუა დღისას მივიდა სკოლაში და დარაჯს მუქარით აიძულა სკოლაში შეეშვა, თუმცა ამ დროს დარაჯმა მოასწრო განგაშის ღილაკზე ხელის დაჭერა.

სერგეი პირველ სართულზე შეიჭრა გეოგრაფიის გაკვეთილზე და მოკლა მასწავლებელი, შემდეგ კი მძევლად აიყვანა თანაკლასელები, ადგილზე მისულ პოლიციას კი ცეცხლი გაუხსნა, შედეგად დაიღუპა შსს თანმშრომელი სერგეი ბუშუევი, ბოლო-ბოლო პოლიციმ მოზარდი ცოცხლად აიყვანა, როგორც მოგვიანებით თანაკლასელებმა განაცხადეს გორდეევი გულჩათხრობილი იყო, ჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა და პრაქტიკულად მეგობრები არ ჰყავდა.

image

image

imageასევე დაგაინტერესებთ

1
164
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
164
  
2017, 3 დეკემბერი, 22:50
ფილმი "კლასი'" გამახსენდა :(
0 1 1