x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134508
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ნუთუ ისევ 90-იან წლებში დავბრუნდით? 2017 წლის პირველი დეკემბერი - დღე, რომელიც დიდხანს გვემახსოვრება!!!

დღეს მეორე ბიჭიც გარდაიცვალა, ისინი ტერორისტული აფეთქების გამო არ გარდაცვლილან, არც სტიქიას წაურთმევია ჩვენთვის მათი თავი, არც ომში დაღუპულან, არა, ისინი არაადამიანური საქცელის მსხვერპლნი გახდნენ.


16 წლის ბიჭებმა ერთმანეთი დახოცეს - ეს პირდაპირი ნათქვამია, მათ ერთმანეთი არ დაუხოცათ, სისხლიან დაპირისპირებას ორი არასწრულწლოვანის სიცოცხლე შეეწირა, ერთი მკვლელი დაკავებულია, მეორე კი იძებნება.


ქართველი საზოგადოება კი რას აკეთებს? ისევ უამრავი აგრესია, ისევ მუქარა, ისევ ბოროტებისკენ მოწოდება...


რატომ? კითხვას არავინს სვამს! რატომ ემართება ეს ჩვენს ქვეყანას? იქნებ იმიტომ, რომ თავად საზოგადოება ნერგავს სიძულვილს, იქნებ იმიტომ, რომ საკუთარ შვილებს სათანადო ყურადღებას არ ვაქცევთ?



image


ლევან დადუნაშვილი და დათო სალარიძე - გარდაცვლილი ახალგაზრდები. საქმე გახსნილია, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცხელ კვალზე აიყვანა გ.ბ.

მეორე პირი, როგორც უკვე აღვნიშნე, კი იძებნება.


image



რატომ აქვთ ბავშვებს აგრესია ან ქუჩური გარჩევებისკენ მიდრეკილება?

ნუთუ ისევ 90-იანებში დავბრუნდით?



ამ ორს ბიჭს კი, სამწუხაროდ, აღარც ეს კითხვები უშველის და აღაც ჩვენი უთავბოლო მოთქმა.



01.12.2017 - საქართველოს წითელ ლაქად დააჩნდება.




0
84
1-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
84
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0