x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ყველაზე აბსურდული(ან უნიკალური)საბჭოთა კანონი,რის გამოც შესაძლოა ციხეში მოხვედრილიყავით
image
საბჭოთა სისხლის სამართლის კოდექსი, ისევე როგორც სხვა რაღაცეები მიმართული იქითკენ, რომ "კომუნიზმის "მშენებლობას და "ნათელ მომავალისკენ" მიმავალ გზას არავითარი წინაღობა არ უნდა შექმნოდა, ასე, რომ ამ "მშენებლობას"თუ რაიმე ხელს უშლიდა და ისჯებოდა კანონით, მათ შორის ციხით.


1)სიღატაკე-(სს კოდექსი-სტატია209)საბჭოთა კავშირში ღატაკს და მათხოვარს არ უნდა ეარსება, საბჭოთა იდეოლოგიის თანახმად ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონოდა პურის ფული და საკუთარი ჭერი, საზოგადოებაში მეფობდა აზრი, რომ "ვინც არ მუშაობს არ ჭამს", ასე რომ ადამიანი, რომელსაც ხელი ჰქონდა გაშვერილი სამათხოვროდ, უბრალოდ არ სურდა შრომა.

image


2)არყის გამოხდა ე. წ. "ზაოდი"-(სს კოდექსის სტატია 158)-არაყს სახლში გამუდმებით ხდიდენ მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით(სხვათა შორის კომუნალურ ბინებშიც), იმისთვის, რომ სახლში ჰქონოდათ "გრადუსიანი იაფი სასმელი", ზოგი ყიდდა კიდეც, კანონით სახლში თუ აღმოგაჩნდებოდათ არყის სახდელი აპარატი 6 თვიანი პატიმრობა გელოდათ, თუმცა სამართლიანობისთვის უნდა აღნიშნოს, რომ ხშირად საბჭოთა ხელისუფლება თვალს ხუჭავდა ამ კანონდარღვევაზე.


image


3)მავნებლობა-(სს კოდექსი-სტატია 69)-მავნებელი ვიცით მწერები და მღრღნელები, თუმცა საბჭოთა კავშირში "მავნებლებს" უწოდებდნენ ადამიანებს, რომლებმაც განზრახ(ან იქნებ შემთხვევით) ზიანი მიაყენეს საბჭოთა სახელმწიფოს საწარმო დაწესებულებებას ან სოფლის მეურნეობას, სასჯელი მკაცრი იყო-15 წელი ციხე, სწორედ ამ კანონს შეეწირა უამრავი ადამიანი 1937 წლის რეპრესიების დროს.

image

4)სპეკულაცია(სს კოდექსი-სტატია 154)-მაშინ ამ კატეგორიის ხალხი 'ბარიგას" უწოდებდა, ანუ რომლებიც დეფიციტური საქონლით ვაჭრობდნენ:უცხოური ტანსაცმელი, ელექტროტექნიკა, ვინილის დისკები და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები, თითქმის ყველა საბჭოთა მოქალაქე მზად იყო და მიჩვეულიც, რომ უფრო ძვირი გადაეხადა რაიმე დეფიციტურ საქონელში, მთავრობას კი ეს არა აწყობდა, მაქსიმალური სასჯელი "ბარიგობისთვის" 7 წელი ციხე იყო ქონების კონფისკაციით.

image


5)მამათმავლობა-(სს კოდექსი-სტატია 121)-ჯერ კიდევ 30-იან წლებში ჰენრიხ იაგოდამ სტალინს მოახსენა, რომ არატრადიციული ორიენტაციის ადამიანები რყვნიან და კონტრრევოლუციური იდეებით ტვინს უწამლავენ ახალგაზრდებს და ამასთანავე მავნებლურ-ჯაშუშურ საქმიანობით არიან დაკავებულები, იმ დროს დაპატიმრეს 60 000 გეი, სასჯელი 5-დან 8 წლამდე ციხეს ითვალისწინებდა.

image


imageასევე დაგაინტერესებთ

0
326
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
326
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0