x
image
კატაპულტი
დედამ 7 წლის შვილი სახლიდან გააგდო,ის კი გაიყინა და გარდაიცვალა

image
საზარელი შემთხვევა მოხდა ინგლისის ქალაქ ბირმინგემში.დედამ საკუთარი 7 წლის ბიჭი სახლიდან გააგდო ძლიერი ყინვისას.ღამით ბავშვი ყინვისაგან გარდაიცვალა.როგორც ინგლისური მედია საშუალებები იუწყებიან, 7 წლის ჰაკეემ ჰუსეინის უსულო სხეული გასულ კვირას, დილის 8-ის ნახევარზე იპოვეს საკუთარი სახლის წინ.მას შემდეგ, რაც შემთხვევის ადგილას სასწრაფო დახმარების ბრიგადა მივიდა, ექიმებმა ჰაკეემის დახმარება ვეღარ შეძლეს, ის უკვე გარდაცვლილი იყო.ეს იყო წლის ერთ-ერთი ყველაზე ცივი ღამე და ბიჭს ჰიპოთერმია განუვითარდა, შემდეგ კი გულიც გაუჩერდა.

მას შემდეგ, რაც პატარა ბიჭის გვამი იქნა აღმოჩენილი, ადგილზე მივიდა პოლიცია, რომელმაც ჰაკეემ ჰუსეინის 35 წლის დედა, ლაურა ჰიტი და ამ უკანასკნელის ბიძა, 56 წლის ტიმოთი ბასკი დააკავა.მათ ბრალი ბიჭუნას განზრახ მკვლელობაში წაუყენეს, თუმცა ლაურა ჰიტი და ტიმოთი ბასკი დაკავებიდან მალევე გაათავისუფლეს.ბიჭის საზარელი მკვლელობის გამოძიება კი კვლავაც გრძელდება.

როგორც ინგლისური მედია იუწყება, ვიდრე ბავშვის უსულო სხეულს აღმოაჩენდნენ, მას ხანგრძლივი დროის გატარება მოუხდა ღია ცის ქვეშ, ძლიერ ყინვაში.სკოლის მოსწავლე ასთმით იყო დაავადებული და მას მხიარულ და საზრიან ბავშვად ახასიათებენ.გარდაცვალებამდე რამდენიმე კვირით ადრე ბიჭი დედამ თავის ბიძასთან გადაიყვანა საცხოვრებლად.

0
271
3-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
271
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0