საზოგადოება ვიქტორიანული ეპოქის საოცარი ფაქტები 2017, 1 დეკემბერი, 17:26 ყველა ეპოქა თავისი ინდივიდუალიზმით ხასიათდება. აი, ვიქტორიანულ ხანას კი ისეთი თავისებურებები გააჩნდა, რისი წარმოდგენა ყველაზე ფანტაზიორი ადამიანისთვისაც რთული იქნებოდა. აი მაგალითად : 1. ვიქტორიანული ეპოქის ექიმები თავიანთ პაციენტებს მასტურბაციით მკურნალობდნენ ქალბატონების "ისტერია", განიხილებოდა, როგორც სერიოზული პრობლემა. ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ ამ სიმპტომების დროებითი მოხსნა სწორედ რომ მასტურბირებას შეეძლო და ისინიც "მკურნალობდნენ" თავიანთ "პაციენტებს". 2. გახსნილი ქვედა საცვალი ერთი შეხედვით გრძელი და კომფორტული ქვედა საცვალი მართლაც რომ ერთი შეხედვით იყო. რეალურად ის მხოლოდ ფეხებს იცავდა სიცივის და ჭუჭყისაგან. რისი დაცვაც მას ევალებოდა კი დაუცველი რჩებოდა . ამ მოდელის შექმნის არსი იმაში მდგომარეობდა, რომ ქალბატონებს გაიოლებოდათ საპირფარეშოთი სარგებლობა. მოგეხსენებათ, იმ დროინდელი კაბები ძალიან მძიმე და მოუხერხებელი იყო, რაც ართულებდა ქვედა საცვლის კეთილსინდისიერ გამოყენებას. 3. მენსტუაციის პერიოდის საშინელებები ისტორიული წყაროების ცნობებით, ვიქტორიანულ ეპოქაში პირადი ჰიგიენის ნორმები სრულიად უგულვებელყოფილი იყო. ეს განსაკუთრებით საშინლად გამოიხატებოდა მენსტუაციური ციკლის დროს. "დახვეწილი" ქალბატონების დიდი ნაწილი ყურადღებას არც კი აქცევდა ამ საკითხს და თავისუფლად "ღვრიდნენ სისხლს". როცა ზოგიერთი მათგანისთვის შემაწუხებელი გახდა ეს თემა, ბავშვის საფენებისა და ცხვრის ბეწვის გამოყენება დაიწყეს. 4. თმიანი ელეგანტურობა ქალბატონები თმით იყვნენ დაბურულები და წამითაც არ არელვებდათ ეს საკითხი. 5. ფეკალიებით სავსე ტემზა 1860 წელს ათასობით ტონა ფეკალური მასა ჩაედინებოდა ყოველდღიურად ტემზაში. სწორედ იმ მდინარეში, რომელსაც სასმელად იყენებდა მოსახლეობა. შედეგი - მილიონობით გარდაცვლილი ადამიანი (დიზენტერია, ქოლერა, ტიფი) 6. საზარელი ქუჩები ჭუჭყი, მტვერი, ნამდვილი საგიჟეთი. 7 კბილის პასტის შემადგენლობა ნახშირი და თაფლი - აი რისგან მზადდებოდა კბილის პასტა. 8. სახეზე მიმაგრებული უმი ხორცი ერთმა "ცნობილმა და კომპეტენტურმა" სილამაზის ექსპერტმა ვიქტორიანული ეპოქის ქალბატონებს ურჩია დაწოლის წინ დაემაგრებინათ სახეზე უმი ხორცი და მთელი ღამე გაეჩერებინათ. ამით ისინი ნაოჭების გაჩენისაგან დაიზღვევდნენ თავს. 9. ბიჭები ატარებდნენ კაბებს სკოლაში წასვლამდე. რაც უფრო მდიდარი იყო ოჯახი, მით უფრო რუშებით იყო მორთული ბიჭუნების კაბები. იდეის არსი - სქესისგან დამოუკიდებლობა. გოგონები და ბიჭები არ უნდა ყოფილიყვნენ ერთმანეთისგან გამორჩეულები. 10. გარდაცვლილ ბავშვებთან ფოტოების გადაღება ეს იმ ეპოქის ყველაზე გავრცელებული თავისებურება იყო. მდიდარი ოჯახები ახერხებდნენ ფოტოგრაფის მოწვევას და ფოტოს გადაღებას გარდაცვლილ ბავშვთან. ღარიბები კი მხატვრის ნახატს სჯერდებოდნენ... საოცარია, მაგრამ ეს ყველაფერი რეალობა იყო, საზიზღარი რეალობა. 322 2-ს მოსწონს
|